დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/21 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 24/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110228015, 10/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016063 |
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №3/21
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებაში (სსმ V, 10/01/2011), კერძოდ: თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილების დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის 220-ე მუხლის 21 ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია განიხილოს ამავე კოდექსის 1961, 197 და 198 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეები და სამართალდამრღვევ პირს შეუფარდოს შესაბამისი სახდელი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 197, 1971, მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“ .
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები