დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/18 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 24/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110228012, 10/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.111.016060 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/03/2011 - 29/03/2011)
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №3/18
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1
1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:
| ცენტრალური ზონა | ||
| პირველი ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 4.34 ლარი |
| მეორე ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 4.14 ლარი |
| მესამე ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 3.84 ლარი |
| მეოთხე ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 3.54 ლარი |
| შუალედური ზონა | ||
| შუალედური ზონა | 1კვ.მ-ზე | 2.95 ლარი |
| პერიფერიული ზონა | ||
| პირველი ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 2.66 ლარი |
| მეორე ქვეზონა | 1კვ.მ-ზე | 2.36 ლარი |
ბ) სხვა უძრავ ქონებაზე:
ბ.ა) ცენტრალურ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით;
ბ.ბ) შუალედურ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით;
ბ.გ) პერიფერიულ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით;
გ) მოძრავ ნივთზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 7%-ით.
მუხლი 2
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 3
ამ დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დაკვეთით, დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №7/16 დადგენილება „ თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ .
მუხლი 5
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას.
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები