დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110228002, 11/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.143.016049 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 20
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ხაშური
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად,
1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №8 დადგენილებაში შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. “;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ ი) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე, გარე ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ გ) „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის № 73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად საჭირო დოკუმენტაციისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, ,,ვ“, ,,თ“, „ კ“ და ,,ხ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების მომზადებას“;
„ ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების მომზადების ორგანიზებას, დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაციას“;
„ თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადების ორგანიზებას, დარგის რეაბილიტაციასა და განვითარებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას“;
„ კ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას და მათი დახაზვის უზრუნველყოფას“;
„ ხ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობასთან და გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მშენებლობის ნებართვებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებას“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 14. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო განრიგის დამტკიცების წესი
სამსახურის მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. “;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. “.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები