ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ლიბერიის რესპუბლიკას შორის

  • Word
ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ლიბერიის რესპუბლიკას შორის
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 20/05/2010
ძალაში შესვლის თარიღი 04/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 480050000.03.030.000770
  • Word
-
04/03/2010
სსმ, 3, 20/05/2010
480050000.03.030.000770
ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ლიბერიის რესპუბლიკას შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ერთობლივი კომუნიკე

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ლიბერიის რესპუბლიკას შორის

საქართველო და ლიბერიის რესპუბლიკა, ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით, განავითარონ ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, გადაწყვიტეს დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების დონეზე.

მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოსა და ლიბერიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ისევე როგორც მშვიდობიანი თანაარსებობის განმტკიცებას.

მხარეები ხელმძღვანელობენ რა 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციით, გაერთიანებული ერების წესდებაში გაცხადებული პრინციპებითა და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუძემდებლური ნორმებითა და პრინციპებით, შეთანხმდნენ განავითარონ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები სუვერენული თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემოთ ხელმომწერმა წარმომადგენლებმა, მათი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას რაიმე განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2010 წლის 4 მარტს.

 

საქართველოს სახელით

 

ლიბერიის რესპუბლიკის სახელით

მისი აღმატებულება ბატონი

 

მისი აღმატებულება ქალბატონი

ალექსანდრე ლომაია

(ხელმოწერილია)

 

მერიონ კამარა

(ხელმოწერილია)

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

 

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი

 

ლიბერიის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციში

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში