ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბოტსვანას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე

  • Word
ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბოტსვანას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 17/03/2010
ძალაში შესვლის თარიღი 15/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 480050000.03.030.000756
  • Word
-
15/01/2010
სსმ, 1, 17/03/2010
480050000.03.030.000756
ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბოტსვანას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ერთობლივი კომუნიკე

საქართველოსა და ბოტსვანას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე

საქართველოს მთავრობა და ბოტსვანას რესპუბლიკის მთავრობა,

სურთ რა, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების, მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას,

ხელმძღვანელობენ რა, იმ პრინციპებითა და მიზნებით, რომლებიც განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციიის წესდებაში და საერთაშორისო სამართალში, კერძოდ კი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების, სახელმწიფო სუვერენიტეტის, სახელმწიფოთა შორის თანასწორობის, დამოუკიდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სხვა სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით;

გადაწყვიტეს დაემყარებინათ დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე, 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებათა შესაბამისად, წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან;

აღნიშნულის დასტურად, ხელის მომწერმა წარმომადგენელებმა, რომლებიც არიან სათანადოდ აღჭურვილნი უფლებამოსილებით თავიანთი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს აღნიშნულ კომუნიკეს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2010 წლის 15 იანვარს.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

ბატონი ალექსანდრე ლომაია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

მუდმივი წარმომადგენელი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

 

ბოტსვანას რესპუბლიკის მთავრობის სახელით

ბატონი ჩარლზ ტ. ნტვააგე

ბოტსვანას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

მუდმივი წარმომადგენელი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან