დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 17/03/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480050000.03.030.000754 |
ერთობლივი კომუნიკე
საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველო და პერუს რესპუბლიკა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ერთობლივი კომუნიკე ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში 2010 წლის 14 იანვარს ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
| საქართველოს სახელით |
| პერუს რესპუბლიკის სახელით |
| მისი აღმატებულება ბატონი |
| მისი აღმატებულება ბატონი |
| ალექსანდრე ლომაია |
| გონსალო გუტიერეს რეინელი |
| საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, |
| საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, |
| საქართველოს |
| პერუს რესპუბლიკის |
| მუდმივი წარმომადგენელი |
| მუდმივი წარმომადგენელი |
| გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში |
| გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები