დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და კაბო-ვერდეს რესპუბლიკას შორის | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 17/03/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480050000.03.030.000753 |
ერთობლივი კომუნიკე
დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და კაბო-ვერდეს რესპუბლიკას შორის
საქართველო და კაბო-ვერდეს რესპუბლიკა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და კაბო-ვერდეს რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად და საკონსულო ურთიერთობები – 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ერთობლივი კომუნიკე ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2010 წლის 22 იანვარს, ქართულ, ინგლისურ და პორტუგალიურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
| საქართველოს სახელით მისი აღმატებულება ბატონი ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში |
| კაბო-ვერდეს რესპუბლიკის სახელით მისი აღმატებულება ბატონი ანტონიო პედრო მონტეირო ლიმა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კაბო-ვერდეს რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები