საქართველოს მთავრობასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განმახორციელებელი პროგრამა

  • Word
საქართველოს მთავრობასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განმახორციელებელი პროგრამა
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 17/03/2010
ძალაში შესვლის თარიღი 20/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000752
  • Word
-
20/01/2010
სსმ, 1, 17/03/2010
480610000.03.030.000752
საქართველოს მთავრობასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განმახორციელებელი პროგრამა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს მთავრობასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განმახორციელებელი პროგრამა

საქართველოს მთავრობა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

ორ ქვეყანას შორის ტურისტული ურთიერთობის ხელშეწყობის სურვილით და

ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 1999 წელს ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელების მიზნით,

თანხმდებიან შემდეგზე:

პირველი – ტურიზმის მარკეტინგისა და ხელშეწყობის სფეროში

– ორ ქვეყანას შორის ტურისტული ინფორმაციის, სარეკლამო მასალების, ბროშურების და სტატისტიკური მასალების გაცვლა;

– ტურისტულ გამოფენებსა და ფესტივალებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ასევე ორივე ქვეყანაში ჩასატარებელი ტურისტული ღონისძიებების გრაფიკის გაცვლა;

– ორივე ქვეყანაში ტურისტულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა ტურისტული პროგრამების შეღავათიან ფასში ორგანიზებისათვის;

– ორივე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით, ტურიზმის სფეროში თანამდებობის პირების, ჟურნალისტების და მედიასექტორის წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზება.

მეორე – ტურიზმის სფეროში ინვესტირების შესახებ

– ახლად განვითარებული ტურისტული ტერიტორიების პროექტებში, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ორივე ქვეყნის ტურიზმის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებისა და ინვესტორების წახალისება;

– საინვესტიციო შესაძლებლობების ინიციატივების და გარანტიების წარდგენა, რომლებიც შეთავაზებულია ორივე ქვეყნის ინვესტორებისათვის.

მესამე – ტურიზმის სფეროში კადრების მომზადება-გადამზადების შესახებ

– ორივე ქვეყანაში ტურიზმისა და სასტუმროების სფეროში მომზადების შესახებ ინფორმაციისა და ექსპერტების გაცვლა;

– ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტის სფეროში მომუშავე პერსონალის მოსამზადებელი პროგრამების ორგანიზების ხელშეწყობა ორივე მხარის მიერ დამტკიცებული პირობების თანახმად.

მეოთხე – ტურისტული კანონმდებლობის და სისტემების სფეროში

– ორივე ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასა და სისტემებზე ინფორმაციის გაცვლა, რომელიც არეგულირებს პროფესიებს ტურიზმის სფეროში და მოიცავს როგორც სასტუმროების კლასიფიკაციას, ტურისტულ სოფლებს, ასევე ტურიზმის პროფესიულ კავშირებს და ხარისხის კონტროლის სისტემებს ტურიზმის და სასტუმროების სფეროში.

მეხუთე – მხარეთა შორის დავების გადაწყვეტა

– პროგრამის განხორციელებისა და ინტერპრეტაციის დროს წარმოშობილი დავები შეძლებისდაგვარად უნდა მოგვარდეს მხარეთა შორის კონსულტაციების ან მოლაპარაკებების გზით.

მეექვსე – ძალაში შესვლა

– პროგრამა ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

შესრულებულია 2010 წლის 20 იანვარს ქ. კაიროში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე პროგრამის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს                                                        არაბთა რესპუბლიკის ეგვიპტის

მთავრობის სახელით                                             მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)                                         (ხელმოწერილია)