დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/02/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 30/01/2004 |
ძალაში შესვლის თარიღი | 08/05/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 480010000.02.002.000473 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
აღიარებენ რა რომ ორივე ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებად მოსახელობის, ქალაქებისა და ძნელადმისადგომი მთიანი რელიეფის რაიონების წარმოებათა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტა წარმოადგენს,
ისწრაფვიან რა განავითარონ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და სამრეწველო თანამშრომლობა ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული სამგზავრო და სატვირთო ელექტრო ტრანპოსრტის (საბაგირო, მონორელსური, საბაგირო-რელსური, სატროლეიბუსო და სხვა), მისი ინფრასტრუქტურის (ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და საწყობში შენახვა), ორივე ქვეყნის ეროვნული ძირითადი სამეურნეო დარგების (საქალაქო კომუნალური მეორნეობა, მრეწველობა, სამთო მრეწველობა, ჯანმრთელობის დაცვა, ტურიზმი, სამთო-სათხილამურო სპორტი და სხვა) განვითარებისა და რეკონსტრუქციის შექმნისა და დანერგვის სფეროში,
ხელმძღვანელობენ რა სატრანსპორტო მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის განუხრელი ამაღლების უზრუნველყოფის მიზნებით, მოქალაქეთა ცხოვრების დონის ამაღლებით, დასაქმების გაფართოებით, მიგრაციის შემცირებით, მატერიალური და შრომითი რესურსების რაციონალური გამოყენებით, გარემოს დაცვით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები განავითარებენ ეკონომიურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და საწარმოო თანამშრომლობას თანაბარი უფლებებისა და ურთიერთხელსაყრელი პრინციპების საფუძველზე.
მუხლი 2
მხარეები, იღებენ მხედველობაში ორივე სახელმწიფოში ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული სპეციალური ტრანსპორტის და მისი ინფრასტრუქტურის განვითარების სოციალურ და ეკონომიურ მნიშვნელობას, ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებებით:
– სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები;
– საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ეკოლოგიურად სუფთა სპეციალური ტრანსპორტის პროგრესულ სახეობათა ტექნიკური საშუალებებისა და ახალი მოწყობილობის საცდელი და სამრეწველო ნიმუშების დამზადება და მისი მართვის ავტომატიზირებული სისტემები;
– ეროვნული მეურნეობის ძირითადი დარგების სარეკონსტრუქციო და ხელახლა მშენებარე ობიექტების საპროექტო-საძიებო სამუშაოები;
– სპეციალური მოწყობილობების და მათი სათადარიგო ნაწილების კომპლექტაცია;
– საექსპლუატაციო-ტექნიკური პერსონალის მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
– სამონტაჟო-გამმართავი, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების და ობიექტების ექსპლუატაციაში „გასაღებზე“ გადაცემა საავტორო და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებით;
– დანერგილი მოწყობილობების საშუალებათა და სისტემათა ათვისებაში ტექნიკური დახმარების აღმოჩენა მათი ექსპლუატაციის საიმედოობის განსაზღვრით;
– გამოთვლითი ტექნიკის, ტელემექანიკისა და ავტომატიკის გამოყენებით სპეციალური ტრანსპორტისა და მისი საინფორმაციო-სამართავი სისტემის დანერგილ სახეობათა ფაქტიური სოციალური და ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტურობის განსაზღვრა და სისტემური ანალიზის ჩატარება;
– სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე მათ ტერიტორიაზე ერთობლივი საწარმოების (სააქციო საზოგადოებების) შექმნის, ან ორივე ქვეყნის სამეცნიერო-საწარმოო, სამრეწველო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ენერგოდამზოგი საშუალებების ჩათვლით, პირდაპირი კავშირების ხელშეწყობა;
– ორივე ქვეყანას შორის საბაზრო ეკონომიკის რეფორმის და სისტემური გარდაქმნების ცხოვრებაში გატარების ხარისხიან და ეფექტურ ღონისძიებათა დამუშავების და რეალიზაციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების ხელშეწყობა;
– საფოსტო და ელექტრონული კავშირების გამოყენებით სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური ინფორმაციის გაცვლა;
– ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო თანამშრომლობის სამთავრობათშორისო მიზნობრივი პროგრამების დამუშავება და რეალიზაცია.
მუხლი 3
მე-2 მუხლში გათვალისწინებული თანამშრომლობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ იქნება:
საქართველოს მხრიდან – სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ავტომატიზირებული მართვის სისტემის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „საქსპეცტრანსის“ (სათაო – სპეციალურ ტრანსპორტში), საინჟინრო აკადემიის, ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან – მეცნიერების და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის, დაინტერესებული სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო, საწარმოო, სამეურნეო ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლებისა და ფირმების მიერ, აგრეთვე, მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სამთავრობათშორისო დაკვეთებით ან პირდაპირი სამეურნეო ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით).
მუხლი 4
ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული სპეციალური ტრანსპორტის და მისი ინფრასტრუქტურის შექმნის და დანერგვის, რეკონსტრუქციისა და განვითარების მიზნობრივი სამთავრობათშორისო კომპლექსური პროგრამები და ბიზნეს-გეგმა განსაზღვრავენ წესს, მიზნებს, დავალების შინაარსს და მოსალოდნელ შედეგებს, ფინანსირების წყაროებს, ერთობლივი სამუშაოების შესრულებისა და რეალიზაციის ვადებსა და პირობებს.
მუხლი 5
თანამშრომლობა შეთანხმების ფარგლებში შეიძლება რეალიზებულ იქნეს შემდეგ ფორმებში:
1. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი-საკონსტრუქტორო სამუშაოების:
– ავტომატიზირებული სამგზავრო, სატვირთო-სამგზავრო, სამგზავრო-საბაგირო და საბაგირო-რელსური ტრანსპორტის სისტემების;
– სამგზავრო ავტომატიზირებული, სატვირთო-სამგზავრო, სატვირთო-მონორელსური და საკონვეირო სატრანსპორტო სისტემების;
– ავტომატიზირებული სამგზავრო-სატროლეიბუსო სატრანსპორტო სისტემების;
– სასაწყობო, დატვირთვისა და გადმოტვირთვის, ტრანსპორტირების პროცესების კომპლექსურ-მექანიზირებული და ავტომატიზირებული სისტემების შექმნაში.
2. ზემოთ ხსენებული სისტემების საპროექტო-კვლევითი, სამონტაჟო-გამმართავი და სარემონტო-სამშენებლო სამუსაოები;
3. სპეციალისტთა მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სტაჟირების ორგანიზება;
4. ენერგომომარაგებისა და გარემოს დაცვის საშუალებათა სისტემათა შექმნა.
თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა ურთიერთშეთანხმებულ ფორმებში, რომელიც უზრუნველყოფს არსებული შეთანხმების რეალიზაციას.
მუხლი 6
შეთანხმებით გათვალისწინებული შეთანხმებული სამუშაოების (მომსახურების) ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის შეთანხმებული წესის შესაბამისად.
მუხლი 7
მეორადი ნედლეულისაგან წარმოებული პროდუქციის მიწოდება განხორციელდება მხარეთა ქვეყნებში მეორადი ნედლეულის ოპერაციების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8
ერთობლივი სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის (მომსახურების) აღრიცხვა და დეკლარირება განხორციელდება მხარეთა საბაჟო ორგანოების მიერ შეთანხმებების (კონტრაქტების) საფუძველზე და მათი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9
მხარეები შეათანხმებენ ინვესტიციებისა და კრედიტების გამოყოფის პირობებს, კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის წარმოების, სამუშაოთა სტიმულირების და ორივე ქვეყანაში კონვერტირებადი ვალუტის სტაბილური შემოსავლების რეალურ წყაროს.
მუხლი 10
მხარეები, შეთანხმების რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, ქმნიან ორმხრივ სამუშაო ჯგუფს ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. ამასთან ერთად დადგენილი წესით მუშავდება და მტკიცდება სამუშაო ჯგუფის რეგლამენტი.
მუხლი 11
მხარეები იღებენ ვალდებულებას, არ გაავრცელონ და არ გადასცენ მათი და მათი წარმომადგენლობების მიერ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია ნებისმიერ მესამე მხარეს, ამაზე იმ მხარის ოფიციალური თანხმობის გარეშე, რომელმაც წარუდგინა ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
ისინი პასუხს აგებენ თანამშრომლობის პროცესში ერთმანეთისათვის გადაცემული საწყისი მონაცემების, ინფორმაციის, მასალების ხარისხსა და უტყუარობაზე.
მუხლი 12
ერთობლივ სამუშაოებში მონაწილე სპეციალისტთა გაცვლის საკითხებს მხარეები გადაწყვეტენ შემდეგი წესით:
ორგანიზაცია, რომელიც აგზავნის სპეციალისტებს, იხდის ორ სახელმწიფოს განსაზღვრულ პუნქტებს შორის მგზავრობის ხარჯებს;
სპეციალისტების მიმღები ორგანიზაცია მთლიანად იხდის საცხოვრებლის, კვების, გადაადგილების, სამედიცინო მომსახურების და სხვა ხარჯებს თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე იმ ხარჯვის ნორმებით, რომელიც გათვალისწინებულია მიმღები ორგანიზაციის შესაბამისი რანგის სპეციალისტებისტთათვის.
მუხლი 13
შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები ან დამატებები მხარეთა ურთიერთთანხმობით.
ის არ ეხება მხარეთა იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ მათ მიერ დადებულ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.
მუხლი 14
შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავები გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.
მუხლი 15
შეთანხმება შედის ძალაში ორივე მხარის მიერ აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
შეთანხმება მოქმედებს ათი წლის განმავლობაში. შეთანხმება ავტომატურად გრძელდება შემდგომი ათწლიანი პერიოდით, თუ შეთანხმების მოქმედების ვადის დამთავრებამდე ექვსი თვით ადრე, არც ერთი მხარე წერილობითი ფორმით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შეთანხმება ძალას კარგავს მეორე მხარის მიერ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ თავისი განზრახვის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. ბაქოში, 1997 წლის 18 თებერვალს, ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.
შეთანხმების განმარტებისას წინააღმდეგობის შემთხვევაში ტექსტი რუსულ ენაზე იქნება საცნობარო.
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
|
დოკუმენტის კომენტარები