შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უფლებების გარანტიების შესახებ საპენსიო უზრუნველყოფის დარგში

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უფლებების გარანტიების შესახებ საპენსიო უზრუნველყოფის დარგში
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/02/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 30/01/2004
ძალაში შესვლის თარიღი 03/02/1993
სარეგისტრაციო კოდი 480040050.02.002.000470
  • Word
-
03/02/1993
გაურკვეველი, -, 30/01/2004
480040050.02.002.000470
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უფლებების გარანტიების შესახებ საპენსიო უზრუნველყოფის დარგში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უფლებების გარანტიების შესახებ საპენსიო უზრუნველყოფის დარგში

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, ქვემოთ ხსენებულნი „შეთანხმებაში მონაწილე მხარეებად“,

გამოდიან რა ორი სახელმწიფოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის აუცილებლობიდან საპენსიო უზრუნველყოფაზე, რაც მოპოვებულია ან რეალიზებულია შეთანხმებაში მონაწილე მხარეთა ტერიტორიაზე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

შეთანხმებაში მონაწილე მხარეთა მოქალაქეებისა და მათი ოჯახების საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება იმ სახელმწიფოთა კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ ისინი.

    მუხლი 2

შეთანხმებაში მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმებაში მონაწილე მხარეების საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება ამ შეთანხმებით, ურთიერთანგარიშსწორების საფუძველზე. პენსიის გასაცემი ხარჯების ანაზღაურება წარმოებს მხარეთა კომპეტენტური ორგანოების შეთანხმებით მათ ტერიტორიაზე დაგროვილი სამუშაო სტაჟის პროპორციულად. ამასთან, თითოეულ მოქალაქეს უფლება ენიჭება მიიღოს პენსია შეთანხმებაში მონაწილე მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 3

ეს შეთანხმება ვრცელდება მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის ყველა სახეზე, რაც დაწესებულია ან დაწესდება საქართველოს რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით.

    მუხლი 4

შეთანხმებაში მონაწილე სახელმწიფოთა მოქალაქეებისათვის პენსიების დანიშვნა წარმოებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

პენსიაზე უფლების დასადგენად, მათ შორის პენსიებზე შეღავათიანი საფუძვლებით და წელთა ნამსახურობით, შეთანხმებაში მონაწილე სახელმწიფოთა მოქალაქეებს ჩაეთვლებათ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაგროვილი მუშაობის (დაზღვევის) სტაჟი.

პენსიების გამოანგარიშება წარმოებს იმ პერიოდის ხელფასიდან (შემოსავლიდან), რომელიც ითვლება შრომის (დაზღვევის) სტაჟში.

შეთანხმებაში მონაწილე მხარეთა სახელმწიფოებში ეროვნული ვალუტის შემოღების შემთხვევაში ხელფასის (შემოსავლის) ოდენობა განისაზღვრება პენსიის დანიშვნის მომენტისათვის ოფიციალურად დადგენილი კურსის მიხედვით.

    მუხლი 5

     შრომითი დასახიჩრების ან პროფესიული დაავადების შედეგად დაინვალიდების და მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსია დაინიშნება, გამოანგარიშდება და გაიცემა იმ სახელმწიფოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობს პენსიაზე მიმმართველი, ამ ტერიტორიაზე მოქმედი კანონის მიხედვით, პენსიის გაცემისათვის საჭირო საკუთარი სახსრების ხარჯზე.

ამასთან, ზარალის ანაზღაურება გამოიანგარიშება და გაიცემა შეთანხმებაში მონაწილე მხარის ხარჯზე მათი შემდგომი აღდგენის გათვალისწინებით, რომლის ტერიტორიაზეც მიღებულია შრომითი დასახიჩრება ან ხორციელდებოდა შრომითი საქმიანობა, რომელმაც გამოიწვია პროფესიული დაავადება, მიუხედავად იმისა, რომ იგი პირველად გამოვლინდა შეთანხმებაში მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე.

თუ პროფესიული დაავადების მქონე პირი მუშაობდა შეთანხმებაში მონაწილე ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისეთ პირობებში და საქმიანობის დარგში, რომელსაც შეეძლო გამოეწვია პროფესიული დაავადება, ზარალის ანაზღაურება გამოანგარიშდება და გაიცემა მოქალაქის მუდმივი საცხოვრებლის მიხედვით შეთანხმებაში მონაწილე მხარის ხარჯზე მათი შემდგომი აღდგენის გათვალისწინებით, რომლის ტერიტორიაზეც უკანასკნელად სრულდებოდა აღნიშნული სამუშაო.

    მუხლი 6

შეთანხმებაში მონაწილე ერთი სახელმწიფოდან მეორე სახელმწიფოში პენსიონერის საცხოვრებლად გადასვლისას პენსიის გაცემა ძველი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეწყდება, თუ პენსიის ასეთივე სახე გათვალისწინებულია პენსიონერის ახალ საცხოვრებელ ადგილზე შეთანხმებაში მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით.

პენსიის ოდენობა გადაისინჯება პენსიონერის ახალ საცხოვრებელ ადგილზე შეთანხმებაში მონაწილე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 7

ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეები იღებენ თავის თავზე ვალდებულებას, რათა ინფორმაცია მიაწოდონ ერთმანეთს მათ სახელმწიფოში მოქმედ საპენსიო კანონმდებლობაზე, მის შემდგომ ცვლილებებზე და აგრეთვე მიიღონ საჭირო ზომები იმ გარემოებათა, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ პენსიაზე უფლებისა და მისი ოდენობის განსაზღვრისას.

    მუხლი 8

საქართველოს რესპუბლიკის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1993 წლის 1 იანვრამდე სათანადო წესით გაცემული საპენსიო უზრუნველყოფისათვის საჭირო დოკუმენტები მიიღება ლეგალიზაციის გარეშე.

    მუხლი 9

აღნიშნული შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში მანამდე, ვიდრე არ გაივლის ექვსი თვე მას შემდეგ, როცა ერთ-ერთი მხარე აუწყებს თავის განზრახვას შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე მეორე მხარეს.

 შესრულებულია ქ. ბაქოში ორ ეგზემპლარად, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს ერთნაირი ძალა აქვს.

საქართველოს რესპუბლიკის                             აზერბაიჯანის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით                                         მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)                                                  (ხელმოწერილია)