დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების –ქუთაისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლისა და ბაღდათის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის N 1 პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის №32 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 280211, 28/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016068 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №28/ნ
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქუთაისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლისა და ბაღდათის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის №32 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქუთაისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლისა და ბაღდათის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის №32 ბრძანებით (სსმ III, 21.01.2008, №8, მუხ. 97) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1” ქვეპუნქტი:
„ა1) უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვების პირობებისა და ვადების, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროფესიების ნუსხის, დაფინანსების პირობების, პროფესიების თავისებურებების და ამ პროფესიების შესაბამისად პირის შემდგომი დასაქმების პერსპექტივის შესახებ ინფორმაციული მომსახურების გაწევას .”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები