,,საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის 115/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის 115/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 280211, 28/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016069
  • Word
29/ნ
25/02/2011
ვებგვერდი, 280211, 28/02/2011
430210000.22.022.016069
,,საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის 115/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 29/ნ

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის 115/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის №115/ნ ბრძანებით (სსმ III, 06.12.2010, 159, მუხ. 2248) დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის” მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის შესრულება განისაზღვრება შემდეგი ინდიკატორების დაკმაყოფილებით:

ა) საჯარო სკოლაში დაცულია უსაფრთხოებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;

ბ) საჯარო სკოლაში არსებობს ეფექტური, მზრუნველი და მოსწავლეებისათვის მასტიმულირებელი სასწავლო გარემო;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემუშავებულია საჯარო სკოლის შინაგანაწესი”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი