„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110225022, 02/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.151.016030
  • Word
11
23/02/2011
ვებგვერდი, 110225022, 02/03/2011
010250020.35.151.016030
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 11

2011 წლის 23 თებერვალი

დ. სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის             31 აგვისტოს 22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს 22 დადგენილებით დამტკიცებულ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.        მე-5 მუხლი ამოღებულია;

2.        მე-3 თავი ამოღებულია;

3.        მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მოხელე“;

4.        მე-9 მუხლი ამოღებულია.

    მუხლი 2

 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

      საკრებულოს თავმჯდომარე                   გ. მალანია