დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 112 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 250211, 25/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016175 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №112
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII3 თავი:
„თავი VIII3
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო (ადმინისტრაციულ-ტექნიკური) თანამდებობები
მუხლი 309. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი;
ბ) სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე.
მუხლი 3010. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამსახურის უფროსი;
ბ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამსახურის უფროსის მოადგილე;
გ)სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამსახურის განყოფილების უფროსი.
მუხლი 3011. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი კონსულტანტი;
ბ) კონსულტანტი;
გ) იურისკონსულტი;
დ) მთავარი ეკონომისტი;
ე) ბუღალტერი;
ვ) მთავარი სპეციალისტი;
ზ) ფინანსური მენეჯერი;
თ) შესყიდვების მენეჯერი;
ი) ტრანსპორტის მენეჯერი;
კ) არქივარიუსი;
ლ) რეფერენტი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები