დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| 2011 წლის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 280211, 28/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.016260 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/02/2011 - 31/03/2011)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №99
2011 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
2011 წლის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა (ორგანიზაციული კოდი – 35 07 03) და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს 2011 წლის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების თანდართული პროგრამა.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
2011 წლის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (პროფესიული მზადების) სისტემისა და რეგულირების შესაბამისი ინსტრუმენტების ეფექტიანობის გაზრდა.
მუხლი 2. პროგრამის ამოცანა
პროგრამის ამოცანაა საექიმო სპეციალობებისათვის დიპლომისშემდგომი განათლების/ სარეზიდენტო პროგრამების შემუშავება/გადახედვა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმების (სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარები) გაუმჯობესება და საექიმო სპეციალობებისათვის პროფესიული სტანდარტების (კომპეტენციების) მომზადება.
მუხლი 3. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ა) მომწოდებლების მიერ:
ა.ა) დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამების მომზადება/გადახედვა;
ა.ბ) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების შემუშავება;
ა.გ) პროფესიული სტანდარტების მომზადება;
ბ) მომწოდებლების მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასება/ექსპერტიზა.
მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2011 წელს გათვალისწინებულია 153 410 (ას ორმოცდაცამეტი ათას ოთხას ათი) ლარი, რომელიც ნაწილდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | ღონისძიება | ღირებულება სულ (ლარებით) |
| 1. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამები, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმები (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტები | 132 310 |
| 1.1. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი შინაგან მედიცინაში | 50 |
| 1.2. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი კარდიოლოგიაში | 5 916 |
| 1.3. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი ენდოკრინოლოგიაში | 5 916 |
| 1.4. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი ფთიზიატრიაში | 5 916 |
| 1.5. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი ალერგოლოგია-იმუნოლოგიაში | 5 916 |
| 1.6. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი საოჯახო მედიცინაში | 5 916 |
| 1.7. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი ინფექციურ სნეულებებში | 440 |
| 1.8. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი (კომპეტენციები) ფსიქიატრიაში | 5 916 |
| 1.9. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში | 5 916 |
| 1.10. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი ნევროლოგიაში | 5 916 |
| 1.11. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი ბავშვთა ნევროლოგიაში | 3 500 |
| 1.12. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი პედიატრიაში | 5 916
|
| 1.13. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი ზოგად ქირურგიაში | 5 916 |
| 1.14. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი კარდიოქირურგიაში | 5 916 |
| 1.15. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში | 5 916 |
| 1.16. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი ნეიროქირურგიაში | 5 916 |
| 1.17. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი ოფთალმოლოგიაში | 5 916 |
| 1.18. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი ოტორინოლარინგოლოგიაში | 5 916 |
| 1.19. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი უროლოგიაში | 5 916 |
| 1.20. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი მეანობა-გინეკოლოგიაში | 5 916 |
| 1.21. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი სამედიცინო რადიოლოგიაში | 5 916 |
| 1.22. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი ონკოლოგიაში | 5 916 |
| 1.23. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი პათოლოგიურ ანატომია–კლინიკურ პათოლოგიაში | 5 000 |
| 1.24. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი სასამართლო მედიცინაში | 5 916 |
| 1.25. | დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმი (ტესტ-კითხვარები) და პროფესიული სტანდარტი სტომატოლოგიაში | 4 000 |
| 1.26. | პროფესიული სტანდარტი ლაბორატორიულ მედიცინაში | 1 000 |
| 2. | მომწოდებლების მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასება/ექსპერტიზა
| 21 100. |
მუხლი 5. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები
1. პროგრამა ხორციელდება მრავალწლიანი შესყიდვის საშუალებით (2010-2011 წლებში) და ითვალისწინებს ცალკეული საექიმო სპეციალობისათვის დიპლომისშემდგომი განათლების/ სარეზიდენტო პროგრამების, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მექანიზმების (ტესტ-კითხვარები) და საექიმო სპეციალობებისათვის პროფესიული სტანდარტების (კომპეტენციების) შესყიდვას ერთიანი პაკეტის ფარგლებში, „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის №71/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში შესყიდული ტექნიკური დავალების შესაბამისად.
2. მომწოდებელთა მიერ წარდგენილი შუალედური და საბოლოო დოკუმენტების (დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამების, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების, საექიმო სპეციალობებისათვის პროფესიული სტანდარტების (კომპეტენციები)) შეფასებას/ექსპერტიზას განახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული ექსპერტები, რომელთა ნუსხაც განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. შესყიდვის პროცედურებს, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი.
4. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (მომწოდებლების მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასება/ექსპერტიზა) გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 6. პროგრამის განხორციელების ვადები
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა ხორციელდება 2011 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
მუხლი 7. პროგრამის შედეგები
პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია:
ა) დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროცესის სრულყოფა;
ბ) ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლებისა და პროფესიული კომპეტენციების შეფასების მექანიზმების გაუმჯობესება;
გ) ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება;
დ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის სახელმწიფო რეგულირების სისტემის სრულყოფა და ქმედუნარიანობის გაზრდა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები