დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 280211, 28/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016254 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №9 1
2011 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, № 54, მუხლი 462) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ ვ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ვ.ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით;“ .
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ექვსი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“ .
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები