დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მდინარე სუფსისა და შავი ზღვის შესართავთან, ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდიდან 9.5 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 280211, 28/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390130000.10.003.016253 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №90
2011 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
მდინარე სუფსისა და შავი ზღვის შესართავთან, ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდიდან 9.5 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადება და მდინარე სუფსისა და შავი ზღვის შესართავთან ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად სსიპ – სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამმართველოს ლანჩხუთის სატყეო უბნის სუფსის სატყეოს №12 კვარტალის №19 ლიტერი – ფართობით 9.5 ჰა ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან.
მუხლი 2. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე ხე-ტყის ჭრა განხორციელდეს აუცილებლობიდან გამომდინარე და მოპოვებული მერქნული რესურსი დასაწყობდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 291 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები