ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში ტექნიკური, სამეცნიერო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

  • Word
ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში ტექნიკური, სამეცნიერო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/01/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 01/05/1998
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000164
  • Word
-
01/01/1994
გაურკვეველი, -, 01/05/1998
000000430.00.003.000164
ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში ტექნიკური, სამეცნიერო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში ტექნიკური, სამეცნიერო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში –„მხარეები“, რომლებიც ითვალისწინებენ ორ ქვეყანას შორის სამთავრობათაშორისო ხელსაყრელი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაფართოების აუცილებლობას, მიზნად ისახავენ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, მეცხოველეობისა და თევზის მრეწველობის დარგებში თანამშრომლობის განვითარებას და

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

სოფლის მეურნეობის (მემცენარეობა, მცენარეთა დაცვა, მეცხოველეობა, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა, თევზისა და კვების მრეწველობა) და სასოფლო საქმიანობის დარგებში მხარეები შეთანხმდნენ განახორციელონ:

ა) სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლა;

ბ) სამეცნიერო-კვლევითი პუბლიკაციების გაცვლა, რომლებსაც გამოაქვეყნებენ შესაბამისი ინსტიტუტები;

გ) მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკურ-ბიოლოგიური მასალის გაცვლა როგორც მემცენარეობაში, ისე მეცხოველეობაში;

დ) ექსპერტთა ერთმანეთთან გაცვლა ორივე ქვეყნისათვის საინტერესო სფეროებში;

ე) ორივე მხრიდან სწავლების, სემინარების, კონფერენციების, შეხვედრათა ორგანიზება;

ვ) ინფორმაციის გაცვლა ირიგაციისა და სარწყავი სისტემების შესახებ;

ზ) ერთობლივი პრობლემატიკის დამუშავება შესაბამის ინსტიტუტში;

თ) მხარეთა კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობისათვის, ერთობლივი საწარმოებისათვის ორივე ქვეყანაში ხელშემწყობი რეჟიმის შექმნა როგორც ამ ორ ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყნების ბაზრებზე გასვლით სასოფლო მარკეტინგისათვის.

    მუხლი 2

მხარეები ქმნიან ერთობლივ საკოორდინაციო კომიტეტს, რათა მოხდეს ამ ოქმის 1-ლ მუხლში ნახსენები თანამშრომლობის რეალიზება, აგერთვე უზრუნველყოფილ იქნეს კონტაქტების შემდგომი გაღრმავება.

აღნიშნულ სასოფლო საკოორდინაციო კომიტეტში თითოეული ქვეყნიდან შედის ოთხი წევრი, დელეგაციის ხელმძღვანელის ჩათვლით, რომელიც მინისტრის მოადგილის დონით იქნება წარმოდგენილი.

ეს სასოფლო საკოორდინაციო კომიტეტი ამზადებს სამუშაო გეგმას მომდევნო პერიოდისათვის, განსაზღვრავს კონკრეტულ ამოცანებს, რომლებიც უნდა შეასრულოს თითოეულმა მხარემ. წარსული პერიოდის შედეგები უნდა შეჯამდეს ყოველ მომდევნო სხდომაზე სასოფლო საკოორდინაციო კომიტეტი მონაცვლეობით საქართველოსა და თურქეთში ატარებს წლიურ სესიებს.

    მუხლი 3

ამ ოქმის 1-ლ მუხლში დასახელებული საკითხების რეალიზაციისათვის მხარეები ერთმანეთთან შეთანხმებულ სფეროებში გაცვლიან ექსპერტებს. სამგზავრო ხარჯებს გაიღებს გამგზავნი მხარე, ხოლო სასტუმრო და სხვა ხარჯებს – მასპინძელი მხარე. მასპინძელი მხარე ექსპერტების ვიზიტების შესახებ მათ ჩამოსვლამდე ორი თვით ადრე უნდა იყოს ინფორმირებული.

    მუხლი 4

ოქმი ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 წლის განმავლობაში მანამ, სანამ რომელიმე მხარე არ განიზრახავს მის შეწყვეტას და 6 თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მისი დენონსირების შესახებ მეორე მხარეს.

ოქმში მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებისმიერ დროს შეიძლება ცვლილებების შეტანა და მისი მოქმედება მხარეთა შორის შესაბამისი ნოტების გაცვლის საფუძველზე განახლდება მომდევნო ხუთი წლის პერიოდით.

შესრულებულია ქ. ანკარაში, 1994 წლის იანვარს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ორივე ტექსტი თანაბარი ძალისაა.

დებულებების განმარტების დროს წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა ინგლისურ ტექსტს.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)