მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 08/10/2009
ძალაში შესვლის თარიღი 16/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000735
  • Word
-
16/09/2009
გაურკვეველი, -, 08/10/2009
480610000.03.030.000735
მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

მემორანდუმი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში „მხარეები“),

გამოხატავენ რა ორივე სახელმწიფოს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ურთიერთგაგების განმტკიცებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების სურვილს,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები განამტკიცებენ და განავითარებენ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე, წინამდებარე მემორანდუმის, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულების შესაბამისად.

    მუხლი 2

მხარეები ტურიზმის სფეროში მოქმედი თავიანთი ეროვნული ადმინისტრაციების მეშვეობით ხელს შეუწყობენ ორ სახელმწიფოს შორის ორგანიზებული ჯგუფური და ინდივიდუალური ტურიზმის განვითარებას.

    მუხლი 3

მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი რეისების განხორციელებას ორ სახელმწიფოს შორის ტურისტთა ნაკადის შემდგომი გაძლიერების მიზნით.

    მუხლი 4

მხარეები ტურიზმის სფეროში მოქმედი თავიანთი ეროვნული ადმინისტრაციების მეშვეობით ხელს შეუწყობენ საქართველოსა და ლატვიის ტურიზმის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და ტურიზმის ექსპერტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობის განვითარებას.

    მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ სემინარების, გამოფენებისა და ტურიზმის სფეროში სხვა ღონისძიებების ორგანიზებას.

    მუხლი 6

1. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს.

2. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში დარჩება ხუთი (5) წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება შემდგომი ხუთი (5) წლის ვადით, თუ ერთი მხარე მეორეს ექვსი თვით ადრე წერილობით არ აცნობებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს მემორანდუმს.

ხელმოწერილია ქ. რიგაში, 2009 წლის 16 სექტემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. თარგმანში განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.

 

საქართველოს ეკონომიკური

განვითარების სამინისტროს

სახელით

(ხელმოწერილია)

ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)