დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამსახურებრივი ჯილდოს დაწესების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 25 ოქტომბრის №642 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 193 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 24/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 280211, 28/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016005 |
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის უფროსის ბრძანება №193
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამსახურებრივი ჯილდოს დაწესების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 25 ოქტომბრის №642 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამსახურებრივი ჯილდოს დაწესების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 25 ოქტომბრის №642 ბრძანებით (სსმ III, 30.10.2006 წ., №147, მუხ. 2056 ) დამტკიცებულ „სამსახურებრივი სამკერდე ნიშნის მინიჭების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს სამსახურებრივ ჯილდოზე წარადგენენ სამსახურის უფროსის კურატორი მოადგილეები. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ დანაყოფს სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს უშუალოდ სამსახურის უფროსი, აღნიშნული დანაყოფის ხელმძღვანელის სამსახურებრივი სამკერდე ნიშნით დაჯილდოვების შესახებ ბრძანების პროექტს კადრების მთავარი სამმართველო წარმოადგენს სამსახურის უფროსის მითითების (განკარგულების) საფუძველზე. აღნიშნული წესი გამოიყენება სამსახურებრივი სამკერდე ნიშნით სამსახურის უფროსის მოადგილეების დაჯილდოვების შემთხვევაშიც.“.
2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამსახურებრივი სამკერდე ნიშნით დაჯილდოვებულ თანამშრომელს ეძლევა დადგენილი ნიმუშის მოწმობა. მოწმობის პირველი ყდის შიგნითა მხრიდან აღინიშნება მოწმობის ნომერი, რომელიც სამკერდე ნიშნის ნომრის იდენტურია. სამსახურებრივი სამკერდე ნიშნებისა და მოწმობების სააღრიცხვო რეგისტრაციას აწარმოებს კადრების მთავარი სამმართველო.“.
3. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი სამსახურებრივი სამკერდე ნიშნების, სათანადო მოწმობებისა და შესანახი ყუთების დამზადებისა და შენახვის ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას, აწარმოებს სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დაკვეთის საფუძველზე.“
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. ჯანაშია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები