„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 240211, 24/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.016251
  • Word
93
23/02/2011
ვებგვერდი, 240211, 24/02/2011
010240010.10.003.016251
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 93

2011 წლის 23 თებერვალი

. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქარ­თვე­ლოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თვე­­ლოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №70, მუხლი 624) დამ­ტკიცებულ საქართველოს მთავ­­რო­ბის რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIII1 თა­ვი:

„თავი XIII1

საქართველოს მთავრობის წევრისა და მისი მოადგილის სამსახურებრივი მივლინება

    მუხლი 681

1. საქართველოს მთავრობის წევრი (გარდა საქართველოს სა­გარეო საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციისა და ში­ნაგან საქმეთა მი­­­ნისტ­რე­ბი­სა), მისი მოადგილე სამსახურებრივი მივლინებით ქვეყ­ნის ფარგლებს გარეთ გამ­გზავ­რებასთან და­კავშირებით თან­ხმო­ბის მისაღებად წინასწარ წე­­­რილობითი ფორ­მით მიმართავს სა­ქართველოს პრემიერ-მი­ნის­ტ­­რს. აღნიშნული პირების ქვეყნის ფარ­გლებს გარეთ გამ­გზავრება ხორციელდება საქართველოს პრე­მიერ-მინისტრის წი­­ნასწარი თანხმობით.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე საქართვე ­ლოს მთავრობის კანცელარიაში მიმართვა წარდგენილ უნდა იქ ­ნეს პირის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებამდე.

3. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ინფორმაცია სამსახუ­რებ­რი­ვი მივლინების მიზ­­ნის, ხანგრძლივობისა და დე­ლე­­გაციის შე­მად ­გენლობის (ას­ე­თ­ის არსებობის შემთხვევაში) შე­სა­ხებ.“.

  მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              . გილაური