დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 იანვრის №13 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 240211, 24/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.08.002.016171 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №110
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 იანვრის №13 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 იანვრის №13 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №6, მუხ. 54) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლის:
ა.ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კომისია თავისი ამოცანებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად უფლებამოსილია:“;
ა.ბ) ,,გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“, ,,გ2“ და ,,გ3“ ქვეპუნქტები:
,,გ1) გასცეს დასკვნა საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში გასაგზავნი საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების ტრანსლიტერირებულ სახელწოდებათა გეოგრაფიული ობიექტების ტრანსლიტერაციის წესთან შესაბამისობის შესახებ;
,,გ2) ითანამშრომლოს შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
,,გ3) მოიწვიოს ექსპერტები და შექმნას სამუშაო ჯგუფები კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;“;
ბ) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“;
გ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები