დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 240211, 24/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.08.002.016173 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №107
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005წ., №3, მუხ.28) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 45-ე პუნქტით დამტკიცებული №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №4
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმები:
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა მორიგე განწესში და საყაზარმე პირობებში კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრა:
2.
|
დასახელება |
ბრუტო | სასარგებლო საკვების ბრუტო წონა გადანაყრების შემდეგ (თერმულ დამუშავებამდე) |
| პური (თეთრი) | 700 გ | 700 გ |
| ფუნთუშა (I ხარისხის ფქვილი) | 100 გ | 100 გ |
| ხორბლის ფქვილი | 10 გ | 10 გ |
| ბრინჯი | 62 გ | 60 გ |
| მაკარონი | 60 გ | 60 გ |
| ბარდა | 84 გ | 80 გ |
| წიწიბურა | 86 გ | 80 გ |
| ხორცი (საქონლის) -I კატეგორიის -II კატეგორიის |
230 გ 250 გ |
170 გ |
| ხორცი (ღორის) -I ხარისხის -II ხარისხის |
212 გ 267 გ |
170 გ |
| ხორცი (ფრინველის) | 243 გ | 170 გ |
| სოსისი | 122 გ | 110 გ |
| თევზი (გაყინული) -უთავო -თავიანი |
115 გ 140 გ |
100 გ |
| საქონლის ხორცის კონსერვი | 170 გ | 170 გ |
| არაჟანი | 50 გ | 50 გ |
| ხაჭო | 30 გ | 30 გ |
| მაწონი | 50 გ | 50 გ |
| ყველი | 54 გ | 50 გ |
| კვერცხი | 2 ცალი | 2 ცალი |
| კარაქი | 40 გ | 40 გ |
| ერბო | 30 გ | 30 გ |
| მარგარინი | 10 გ | 10 გ |
| მაიონეზი | 55 გ | 55 გ |
| ზეთი | 20 გ | 20 გ |
| ტომატ-პასტა | 25 გ | 25 გ |
| ძმარი | 3 გ | 3 გ |
| მარილი | 20 გ | 20 გ |
| შაქარი | 70 გ | 70 გ |
| ჩაი | 2 გ | 2 გ |
| ლობიო | 84 გ | 80 გ |
| კარტოფილი | 400 გ | 320 გ |
| ხახვი | 55 გ | 50 გ |
| კომბოსტო | 125 გ | 100 გ |
| ჭარხალი | 24 გ | 20 გ |
| სტაფილო | 56 გ | 45 გ |
| წიწაკა, საკმაზ-სანელებლები | 0.5 გ | 0.5 გ |
| მწვანილი | 22 გ | 20 გ |
| ბადრიჯანი, ისპანახი, ფხალი (სეზონურად) |
45-55 გ |
40 გ |
| ნიორი | 6 გ | 5 გ |
| პომიდორი (სეზონურად) | 160 გ | 136 გ |
| კიტრი (სეზონურად) | 160 გ | 136 გ |
| მდოგვი | 10 გ | 10 გ |
| ტყემალი | 50 გ | 50 გ |
| ხილი, ციტრუსი (სეზონური) | 200 გ | 200 გ |
| ხილის ჩირი | 36 გ | 35 გ |
| თაფლი | 30 გ | 30 გ |
| საკონდიტრო ნაწარმი | 200 გ | 200 გ |
| ჯემი | 37 გ | 37 გ. |
2. სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმები:
ა) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისათვის სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმაა 4700-5000 კკალ (საუზმე: 1200-1300 კკალ, სადილი: 2200-2300 კკალ, ვახშამი: 1300-1400 კკალ);
ბ) სამსახურის სხვა თანამშრომლებისათვის სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმაა 4300-4700 კკალ (საუზმე: 1200-1300 კკალ, სადილი: 1900-2100 კკალ, ვახშამი: 1200-1300 კკალ).
შენიშვნა:
1. ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში გათვალისწინებული კვების პროდუქტები შეიძლება შეიცვალოს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტით, თუ ეს არ გამოიწვევს ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში შემავალი პროდუქტების ერთობლივი ენერგეტიკული ღირებულების დღიური ნორმის შემცირებას.
2. გადანაყარში იგულისხმება პროდუქტის ის ნაწილი(ები), რომელიც უვარგისია საკვებად მოხმარებისათვის.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები