,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.061.016006
  • Word
5
23/02/2011
ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
010320020.32.061.016006
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის მთავრობის

 დადგენილება №5

2011 წლის 23 თებერვალი

 ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით („აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე“ №5, 24.02.2005, მუხლი  მე-15) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა

აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტი:

ა.ა) პროტოკოლის სამსახური;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

გ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

დ) საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ე) მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური დეპარტამენტი;

ვ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახური;

ზ) შიდა აუდიტის სამსახური.“.

2. დებულების მე-5 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობას, აფხაზეთის მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მეშვეობით, ახორციელებს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, რომელსაც, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.“.

3. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

1. საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მთავრობის (მთავრობის თავმჯდომარის) საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან, უცხო სახელმწიფოების საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა უწყებებთან და ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

გ) საქართველოსა და უცხოეთის მაღალი თანამდებობის პირებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, სხვა საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების სამუშაო და ოფიციალური შეხვედრების მოწყობა-ორგანიზება;

დ) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დელეგაციის დახვედრა-გაცილება, ტრანსპორტირება, სასტუმროს დაჯავშნა და სტუმართა განთავსება, მათ კვებასთან, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;

ე) სხვადასხვა სადღესასწაულო და ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზება;

ვ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის სათარჯიმნო მომსახურება;

ზ) მთავრობის თავმჯდომარის დავალებით თავმჯდომარის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

თ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

1.1. პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დელეგაციის დახვედრა-გაცილება, ტრანსპორტირება, სასტუმროს დაჯავშნა და სტუმართა განთავსება, მათ კვებასთან, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;

ბ) სხვადასხვა სადღესასწაულო და ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზება;

გ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის სათარჯიმნო მომსახურება;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება.

2. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია. ზომების მიღება, რათა ისინი სრული მოცულობით იყენებდნენ არსებული კანონმდებლობით და მათი დებულებებით გათვალისწინებულ უფლებებს მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად;

ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ შემუშავებული შესაბამისი პროგრამების, საკანონმდებლო ნორმატიული აქტის პროექტის საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის, მათი ამოქმედებით მოსალოდნელ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე დასკვნების მომზადების და მონიტორინგის განხორციელება;

გ) აფხაზეთის მთავრობის და ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე სისტემური კონტროლის განხორციელება სოციალურ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობაში სათანადო წინადადებების შეტანა;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;

ე) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მითითებების მიცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისა და უწყებებისათვის, მათგან სათანადო ინფორმაციის მოთხოვნა კანონით გათვალისწინებული წესით;

 ვ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა და მათზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;

ზ) სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე, მთავრობის თავმჯდომარის დავალების შესაბამისად, სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

 თ) კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

3. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) აფხაზეთის მთავრობის დადგენილების, განკარგულების, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ბრძანების პროექტების შემუშავება;

ბ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარმოდგენილი მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტის შესწავლა და მათი მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების მომზადება;

გ) მთავრობის თავმჯდომარის ან/და მთავრობის აპარატის უფროსის დავალებით, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და მთავრობის აპარატის უფროსის სახელზე შემოსული მასალების (წერილი, განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონისა და კანონის პროექტების მომზადება და მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივის წესით, კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარდგენა უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, უმაღლეს საბჭოში იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების წარდგენა, რომელთა წარდგენაც შედის მთავრობის თავჯდომარის კომპეტენციაში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნით, უმაღლეს საბჭოს წინაშე საკითხის დაყენება მთავრობის თავმჯდომარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების რიგგარეშე განხილვის ან მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ;

თ) მთავრობის თავმჯდომარისათვის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტების ხელმოსაწერად წარდგენა, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნებით, უმაღლესი საბჭოსათვის კანონპროექტის დაბრუნება;

ი) მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციულ–ანალიტიკური უზრუნველყოფა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის განვითარებისა და სრულყოფის შესახებ;

კ) საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე წინადადებების მომზადება და ასეთ საქმეებზე წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოში;

ლ) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისა და მეთოდური უზრუნველყოფისათვის წინადადებების მომზადება;

მ) ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;

ნ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ მოხსენების წარდგენა;

ო) სახელმწიფო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა მთავრობისთვის;

პ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა–გათავისუფლების, შვებულების, უფლებამოსილების შეჩერების, მივლინებისა და სხვა საკითხთა შესახებ აქტების პროექტების მომზადება, საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა;

რ) მოსამსახურეთა სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და საჯარო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ კონსულტაციების გაწევა;

ს) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოების საკადრო სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაცის გამოითხოვა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან;

ფ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

4. საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას; დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას; დოკუმენტების შესრულების კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად;

ბ) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმირებისა და მეთოდების სრულყოფა:

გ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება;

დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა;

ე) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის გადაწყვეტილებათა შემსრულებლებამდე დაყვანა;

ვ) საკონტროლო დოკუმენტთა და დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ზ) მთავრობის სხდომების, მთავრობის თავმჯდომარესთან და მთავრობის აპარატის უფროსთან თათბირების ორგანიზება;

თ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გაფორმება და აღრიცხვა;

ი) მთავრობის სხდომების, მთავრობის თავმჯდომარესთან და მთავრობის აპარატის უფროსთან თათბირების ოქმების შედგენა, გაფორმება და აღრიცხვა;

კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება;

ლ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების კონტროლი;

მ) აპარატის საარქივო საქმიანობის წარმართვა;

ნ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის მიერ ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის რედაქტირება;

ო) მთავრობის თავმჯდომარის მისაღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

პ) მთავრობის თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ჟ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

5. მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა, მედიის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირება მთავრობის (მთავრობის თავმჯდომარის) კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

ბ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების მოწყობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის ორგანიზება;

გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

დ) სამთავრობო ვებ–გვერდის მართვის განხორციელება;

ე) მთავრობის აპარატში თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) საინფორმაციო კომპიუტერული ბანკის შექმნა;

ზ) მთავრობის თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

თ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

6. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურის ფუნქციებია:

ა) მთავრობის აპარატის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგების წარმოება;

ბ) მთავრობის აპარატის კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა;

გ) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობათა მიზნობრივ გამოყენებაზე, ასევე მთავრობის აპარატის მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა;

ე) მთავრობის აპარატში საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის სრულყოფა;

ვ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების აღრიცხვა;

ზ) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;

თ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორება და სრული და დროული აღრიცხვა;

ი) დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშების დადგენილ ვადებში შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა;

კ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარება;

ლ) საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის მიმოხილვა, მომზადება, საფინანსო-საბუღალტრო საკითხებთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების, საპასუხო წერილების ან/და წინადადებების მომზადება;

მ) კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

7. შიდა აუდიტის სამსახური

7. 1. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი მიზნებია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით დაწესებულების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, დაწესებულების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია.

7. 2. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) აპარატის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

ბ) აპარატში ფინანსების მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლის განხორციელება;

დ) აპარატის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ვ) აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

ზ) აპარატში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;

თ) აპარატის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ი) აპარატის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენა;

კ) აპარატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშეწყობის მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აპარატის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ლ) აპარატის მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

მ) აპარატის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

ნ) აპარატის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

 7. 3. შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება

 შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ შიდა აუდიტის სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს ფართო, ყოვლისმომცვლელი აუდიტის პროგრამა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას და საკონსტიტუციო მომსახურებას აპარატში.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 28 თებერვლიდან.

მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია