ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კოსტა რიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების პროცედურის შესახებ

  • Word
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კოსტა რიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების პროცედურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 17/03/2010
ძალაში შესვლის თარიღი 17/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 480250000.03.030.000748
  • Word
-
17/11/2009
სსმ, 1, 17/03/2010
480250000.03.030.000748
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კოსტა რიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების პროცედურის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კოსტა-რიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების პროცედურის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კოსტა-რიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის განვითარებული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, და სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩასატარებლად ეფექტური და პრაქტიკული პროცედურის შემუშავების აუცილებლობიდან გამომდინარე, შეთანხმდნენ შემდეგზე.

    მუხლი 1

ორმხრივ ურთიერთობათა საკითხების, საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული მდგომარეობის და ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი სხვა თემების განხილვის მიზნით, მხარეები პერიოდულად გამართავენ კონსულტაციებს, მანამდე კი შეათანხმებენ ამგვარი კონსულტაციების გამართვის სიხშირეს.

    მუხლი 2

კონსულტაციები გაიმართება თბილისსა და სან-ხოსეში მონაცვლეობით ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მოქმედების ადგილას. კონსულტაციების დონე, თარიღები და დღის წესრიგი შეთანხმდება დიპლომატიური არხების საშუალებით.

    მუხლი 3

კონსულტაციების განმავლობაში, მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან მიიწვიონ სპეციალისტები, განსახილველი საკითხების სპეციფიკის გათვალისწინებით.

    მუხლი 4

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს მხარეთა შორის თანამშრომლობას საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ფორუმების ფარგლებში და გააძლიეროს მათ შორის დიალოგი, რომელიც ხორციელდება დიპლომატიური არხების საშუალებით.

    მუხლი 5

მხარეები შეასრულებენ ზემოაღნიშნული პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს და ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა იმპლემენტაციაც შესაძლოა მოითხოვდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესრულებას იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ისინი შეესაბამება თითოეული ქვეყნის კანონებს და კანონქვემდებარე აქტებს.

    მუხლი 6

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები ან დამატებები მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

    მუხლი 7

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება ორი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ავტომატურად განახლდება შემდგომი ორწლიანი ვადით, თუ ერთი მხარე არ აცნობებს მეორეს დიპლომატიური არხების საშუალებით შესაბამისი ვადის გასვლამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმს.

ხელმოწერილია სან-ხოსეში, 2009 წლის 17 ნოემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს საგარეო                            კოსტა-რიკის რესპუბლიკის საგარეო

საქმეთა სამინისტროს                               საქმეთა და კულტურის სამინისტროს

    სახელით                                                       სახელით

(ხელმოწერილია)                                                                       (ხელმოწერილია)

 

ბატონი ალექსანდრე ნალბანდოვი                  ბატონი ედგარ უგალდე

 მინისტრის მოადგილე                               მინისტრის მოადგილე