შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 15/01/2010
ძალაში შესვლის თარიღი 29/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000749
  • Word
-
29/12/2009
გაურკვეველი, -, 15/01/2010
480610000.03.030.000749
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა (საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება), ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ეკონომიკურ-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 20 მილიონი Renminbi იუანის ოდენობით (მხოლოდ ოცი მილიონი RMB იუანის ოდენობით).

    მუხლი 2

ზემოაღნიშნული უსასყიდლო დახმარება  გამოყენებული უნდა იყოს ორი ქვეყნის მთავრობას  შორის შეთანხმებული ეკონომიკურ-ტექნიკური პროექტების განსახორციელებლად, რომელთა კონკრეტული საკითხები განხილული და შეთანხმებული იქნება მხარეების მიერ.

    მუხლი 3

აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებისათვის საჭირო საბუღალტრო პროცედურები შეთანხმებული იქნება ჩინეთის განვითარების ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის.

    მუხლი 4

ხელშეკრულება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.

ხელმოწერილია თბილისში, 2008 წლის 21 მარტს, ორ ეგზემპლარად, ჩინურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, თითოეულ მხარესთან ინახება ერთი ორიგინალი, სამივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

მთავრობის სრულუფლებიანი

წარმომადგენელი

(ხელმოწერილია)

საქართველოს მთავრობის

სრულუფლებიანი

წარმომადგენელი

(ხელმოწერილია)