ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და დომინიკელთა რესპუბლიკას შორის

  • Word
ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და დომინიკელთა რესპუბლიკას შორის
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 17/03/2010
ძალაში შესვლის თარიღი 22/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 480050000.03.030.000755
  • Word
-
22/01/2010
სსმ, 1, 17/03/2010
480050000.03.030.000755
ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და დომინიკელთა რესპუბლიკას შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ერთობლივი კომუნიკე

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და  დომინიკელთა რესპუბლიკას შორის

საქართველო და დომინიკელთა რესპუბლიკა, ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით , განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ.

ორივე მხარე გამოთქვამს რწმენას, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ელჩების გაცვლა ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას.

საქართველო და დომინიკელთა რესპუბლიკა ადასტურებენ თავიანთ ნებას , განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიხედვით და მშვიდობიანი თანაცხოვრების, ასევე სახელმწიფოთა ტერიტორიული სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე დაყრდნობით.

შესრულებულია და ხელმოწერილია ქ. ნიუ-იორკში, 2010 წლის 22 ნოემბერს, ორ დედნად, ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

 

საქართველოს სახელით

მისი აღმატებულება ბატონი

ალექსანდრე ლომაია

(ხელმოწერილია)

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

საქართველოს

მუდმივი წარმომადგენელი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

დომინიკელთა რესპუბლიკის სახელით

მისი აღმატებულება ბატონი

ფედერიკო ალბერტო კუელო კამილო

(ხელმოწერილია)

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

დომინიკელთა რესპუბლიკის

მუდმივი წარმომადგენელი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში