,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილობრივი კომპენსირებისათვის განსაზღვრული თანხის განაწილების მექანიზმის შესახებ”

  • Word
,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილობრივი კომპენსირებისათვის განსაზღვრული თანხის განაწილების მექანიზმის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 03/05/2005
სარეგისტრაციო კოდი 190.020.010.10.003.000.
  • Word
82
29/04/2005
სსმ, 53, 03/05/2005
190.020.010.10.003.000.
,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილობრივი კომპენსირებისათვის განსაზღვრული თანხის განაწილების მექანიზმის შესახებ”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №82

2005 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილობრივი კომპენსირებისათვის განსაზღვრული თანხის განაწილების მექანიზმის შესახებ

საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში (მუხლი 50, ორგანიზაციული კოდი 330204), ელექტროენერგეტიკულ სექტორში საგადასახადო პოლიტიკის (დღგ) ცვლილებებით გამოწვეული ენერგეტიკული სისტემის ორგანიზაციების ფინანსური შედეგების ნაწილობრივ კომპენსირებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების რაციონალურად განაწილების ქმედითი მექანიზმის შემუშავების მიზნით:

1. საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში ენერგეტიკული სისტემის ორგანიზაციების საგადასახადო ვალდებულებათა შესასრულებლად გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები მიმართულ იქნეს 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის (,,გარდამავალი დებულებები”) მე-3 და მე-15 პუნქტებით ენერგოსექტორისათვის გათვალისწინებული შეღავათების სახეების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული დამატებითი ხარჯების ნაწილობრივი კომპენსირებისათვის.

2. საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საგადასახადო პოლიტიკის (დღგ) ცვლილებების გამო გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ენერგეტიკულ სექტორში ელექტროენერგიის გამანაწილებელი და სხვა მომსახურე ორგანიზაციების თანხების კომპენსაცია განხორციელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით წარმოქმნილ საგადასახადო ვალდებულებებზე ყოველთვიურად ამ ორგანიზაციების მიერ დარიცხული და გადახდილი დღგ-ის მოცულობის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს წლიური საგადასახადო ვალდებულების (დღგ-ის) 50 პროცენტისა.

3. დადგენილების მე-2 პუნქტში აღნიშნული ორგანიზაციების ამავე პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული გადაუხდელი საგადასახადო ვალდებულებების (დღგ-ს) კომპენსაციას საფუძვლად დაედოს შესაბამისი საბაჟო და საგადასახადო ორგანოების მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები.

4. დადგენილების პირველ პუნქტში დასახელებული ორგანიზაციების მიერ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებების შედეგად ნაწილობრივი კომპენსაციებისათვის მიღებული თანხები აღნიშნულმა საწარმოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახონ ერთობლივ შემოსავალში.

5. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა   ვ. ჩეჩელაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი