მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/09/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 20/09/1998
ძალაში შესვლის თარიღი 04/09/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000173
  • Word
-
04/09/1995
ვებგვერდი, -, 20/09/1998
000000430.00.003.000173
მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

მემორანდუმი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი:

იღებენ რა მხედველობაში ტურიზმის მნიშვნელოვან როლს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ პროგრესში,

ორივე სახელმწიფოს ცხოვრების ურთიერთგაცნობისა და ტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით,

გამოდიან რა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების ინტერესებიდან,

გადაწყვიტეს დადონ ეს მემორანდუმი შემდეგზე:

მხარეები ხელს შეუწყობენ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ორივე სახელმწიფოს მოქალაქეთა მიერ ეკონომიკის მიღწევების, სოციალური განვითარების, კულტურის, ბუნებისა და ღირშესანიშნაობების სფეროების, ასევე ისტორიული ძეგლებისა და ორივე ქვეყნის ხალხთა კულტურული ტრადიციების გაცნობის მიზნით.

მხარეები ითანამშრომლებენ უცხოური ტურიზმის განვითარების სფეროში თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე და ხელს შეუწყობენ ადმინისტრაციული ფორმალობების გამარტივებასა და ტურისტული მოძრაობის გაძლიერების, ორივე სახელმწიფოს ტერიტორიებზე ტურისტების შესვლისა და გადაადგილებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით.

მხარეები ხელს შეუწყობენ შიდა და უცხოური ტურიზმის ყველა სფეროში გამოცდილების გაზიარებას, ხელს შეუწყობენ ორივე სახელმწიფოს ტურიზმის კომპეტენტურ ორგანოების თანამშრომლობას, ასევე სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის, რომლებიც დაკავებულნი არიან ტურიზმისა და მისი განვითარების საკითხებით.

მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ ტურისტული ინფორმაციის გავრცელებაში, ტურისტთა ნაკადის მოზიდვისათვის როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში სარეკლამო მასალების, ინფორმაციების, გამოცემების, გამოფენებისა და ფილმების გაცვლის გზით.

მხარეები განახორციელებენ ურთიერთდახმარებას ტურისტული კომპლექსების პერსონალის მომზადებაში და ხელს შეუწყობენ ტურიზმის შესაბამისი ორგანოების სპეციალისტთა გაცლას, დაინტერესებულ ორგანიზაციებისა და უწყებების მიერ ტურიზმის სფეროში საინვესტიციო პროექტების მომზადებასა და რეალიზაციას.

მხარეები მიზანშეწონილად თვლიან ტურისტული უწყებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მოწყობას ამ სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და ტურისტული კავშირების მდგომარეობის განსაზღვრისათვის.

მხარეები ტურიზმის სფეროში უფრო ეფექტური თანამშრომლობის მიზნით ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ავიარეისების ორგანიზებას, შესაბამისად ორივე ქვეყანაში ტურისტული წარმომადგენლობის შექმნასა და აღმოუჩენენ მათ ყოველგვარ დახმარებას საქმიანობაში.

მემორანდუმი იდება ხუთი წლის ვადით და ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან.

მემორანდუმის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ არც ერთი მხარეთაგან არ განაცხადებს არა უგვიანეს ექვსი თვისა ამ მემორანდუმის მოქმედების ვადის ან მორიგი ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე წერილობითი შეტყობინების გზით, თავისი სურვილის მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

მემორანდუმი შესრულებულია ქ. ტაშკენტში, 1995 წლის 4 სექტემბერს, ორ პირად, ქართულ, უზბეკურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

ამ მემორანდუმის ახსნა-განმარტების მიზნით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით