დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ახალციხე / პოსოფ–თურქგოზუს რაიონში სასაზღვრო გასასვლელის გახსნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/1995 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 13/03/1998 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/07/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000135 |
ოქმი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ახალციხე / პოსოფ–თურქგოზუს რაიონში სასაზღვრო გასასვლელის გახსნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ, მათ შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ჩარჩოში, ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, მგზავრთა და ტვირთების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის ხალხთა კეთილდღეობასა და ურთიერთთანამშრმოლობაში წვლილის შეტანის რწმენით, მიიღეს გადაწყვეტილება, გახსნან ახალი სასაზღვრო გასასვლელი ახალციხე/პოსოფ-თურქგოზუს რაიონში.
ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდენენ ახალი სასაზღვრო გასასვლელის გახსნის თაობაზე საზღვრის ნომერ 236/1 მონაკვეთზე.
ეს ოქმი შედგენილია ახალციხე/პოსოფ-თურქგოზუს სასაზღვრო გასასვლელზე, 1995 წლის 31 ივლისს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და თურქულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები