ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/04/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 06/03/1998
ძალაში შესვლის თარიღი 03/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000124
  • Word
-
19/04/1995
ვებგვერდი, -, 06/03/1998
000000430.00.003.000124
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მისი აღმატებულების, ბატონი რაფსანჯანის ოფიციალური ვიზიტის დროს 1995 წლის 19-21 აპრილამდე, შესაბამისად, 1374 წლის 31.1-1.2.-ს ჩატარდა მოლაპარაკება საქართველოს რესპუბლიკის სატრანსპორტო კომპლექსის მთავარ სახელმწიფო კოორდინატორსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტისა და გზების მინისტრს შორის.

მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

მხარეებმა აზრთა ურთიერთგაცვლის შედეგად განიხილეს საქართველოს რესპუბლიკის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობანი ირანიდან ევროპაში და პირიქით სატრანზიტო ტვირთების გადასაზიდად.

მხარეებმა გამოხატეს ურთიერთდაინტერესება, გამომდინარე ორივე მხარის ინტერესებიდან, ერთობლივი ძალებით ევრო-აზიურ სატრანსპორტო კორიდორში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რაციონალური და ეფექტური გამოყენების მიმართ.

მხარეებმი შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე პერიოდში არსებობს ირანიდან ევროპაში სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის უზრუნველყოფის რეალური შესაძლებლობა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების გავლით. რომლებიც გახსნილია საერთაშორისო გადაზიდვებისათვის საქართველოსა და ირანს შორის.

საქართველოს მხარემ აცნობა ირანის მხარეს, რომ ხელმოწერილია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამთავრობათაშორისო შეთანხმება მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან, ევროპის მიმართულებით ტვირთების შეუფერხებელი ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის შესაძლებლობა ფოთის პორტიდან ირანის საზღვრამდე. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით. ითვალისწინებენ ამ გზის უდიდეს მნიშვნელობას ყველა მეზობელი სახელმწიფოების ეკონომიკისათვის და მათ დაინტერესებას მოცემული მაგისტრალური მიმართულებით ამ სატრანსპორტო კავშირის უახლოეს პერიოდში გახსნის მიმართ, მხარეები შეთანხმდნენ ამ საკითხის სწრაფი გადაწყვეტის მიზნით, ყველა დაინტერესებულ მხარეთა შორის ერთობლივი მოლაპარაკებების ჩათარების შესახებ.

მხარეები შეთანხმდნენ ქ. ფოთში და ბათუმში ირანის სატვირთო ავტომობილებისათვის ტერმინალის შექმნის საკითხის განხილვის შესახებ.

გადაზიდვების სწორი დაგეგმვისა და გზების სწორი გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ორი თვის განმავლობაში ექსპერტთა მოლაპარაკებების ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

მხარეები შეთანხმდნენ აგრეთვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში არსებული პოტენციური შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენებისა და მის აღდგენაში ირანის მხარის მონაწილეობის შესახებ.

მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივად შესწავლილ და ორგანიზებულ იქნას რო-როს ტიპის გემით სატვირთო მანქანების გადმოყვანა ბულგარეთიდან ფოთის პორტში და პირიქით;

მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივად ორგანიზებულ იქნას საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და თეირანს შორის და სხვა ქვეყნებში.

მხარეები შეთანხმდნენ ტრანსპორტის დარგში ერთობლივი კომისიის შექმნის, რეგულარული კონსულტაციების ჩატარების და მოცემული ოქმის ფარგლებში აზრთა გაზიარების შესახებ.

შესრულებულია ქ. თბილიში, 1995 წლის 19 აპრილს, შესაბამისად, 1374 წლის ორდიბეჰეშთს ჰიჯრით, ორ პირად, თითოეულ ქართულ და სპარსულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელით - აკაკი ჩხაიძე

ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელით - აქბარ თურქანი