ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანდაცვისა და სანიტარიის დარგში

  • Word
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანდაცვისა და სანიტარიის დარგში
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/01/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 18/02/1998
ძალაში შესვლის თარიღი 20/01/1993
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000118
  • Word
-
20/01/1993
გაურკვეველი, -, 18/02/1998
000000430.00.003.000118
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანდაცვისა და სანიტარიის დარგში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელითა უზენაესისაითა

 

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანდაცვისა და სანიტარიის დარგში

მემორანდუმი შედგენილ იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის სანიტარიის მკურნალობისა და სამედიცინო განათლების მინისტრის, მისი აღმატებულების ბატონი რეზა მალექზადეს მოწვევით საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის, მისი აღმატებულების ბატონი ირაკლი მენაღარაშვილის ირანში ოფიციალურ ვიზიტად ყოფნის დროს, შეთანხმებულია შემდეგი საკითხები:

1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს პრაქტიკანტების, ასპირანტების და დოქტორანტების გაცვლის საქმეში.

2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებში არსებული წეს-ჩვეულებებისა და საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით ითანამშრომლებენ სამკურნალო წესების დაცვის დარგში.

3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნიან სათანადო წანამძღვრებს კვლევითი ინსტიტუტების მიერ ერთობლივი სამუშაოების ჩასატარებლად.

4.მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს მიიწვევენ სამეცნიერო მოხსენებების წასაკითხად.

5. მხარეები შეთანხმდნენ შექმნან ხელსაყრელი პირობები ქვეყნებში გამართულ სამეცნიერო კონფერენცია-სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილე ექიმებისა და სპეციალისტებისათვის.

6. ირანის მხარე აცხადებს მზადყოფნას საქართველოს რესპუბლიკაში ერთობლივი ფარმაცევტული და სამედიცინო აღჭურვილობის საწარმოო სიმძლავრეების შესაქმნელად, ამ საწარმოებში ყურადღება მიექცევა, აგრეთვე, სამკურნალო მცენარეებისა და ცხოველური შხამების გამოყენების საქმეს.

7. მხარეები ორი ქვეყნის ჯანდაცვისა და სანიტარიული სისტემების გაცნობის მიზნით ერთმანეთთან მიავლენენ სპეციალისტებს.

8. მხარეები გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს სამედიცინო სამეცნიერო და სასწავლო სფეროებში თანამშრომლობის განვითარებისათვის.

9. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმის მუხლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებენ ცალ-ცალკე.

10. მოაწყობენ რა სამეცნიერო სემინარებსა და კონფერენციებს, მხარეები მოახდენენ ჩატარებული კვლევის შედეგების გაცვლას.

 

ეს მემორანდუმი ხელმოწერილია 1993 წლის 20 იანვარს, შესაბამისად, 1371 წლის 30 დეის ჰიჯრით, ქ. თეირანში, ორ ეგზემპლარად ქართულ და სპარსულ ენებზე. ამასთან, თითოეულს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)