დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განზრახვათა დეკლარაცია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის მთავრობას შორის | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/06/1995 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 22/01/1998 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/06/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000088 |
განზრახვათა დეკლარაცია
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის მთავრობას შორის
სურთ რა გააძლიერონ თავისი ურთიერთობები მეგობრობისა და თანასწორობის საფუძველზე,
გამოთქვამენ რა სურვილს, გააფართოონ და გააძლიერონ სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური ურთიერთობანი ორივე ქვეყნის სასარგებლოდ,
ეთანხმებიან რა იმ გარემოებას, რომ კეთილი ნება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშომლობის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობებს,
აკეთებენ რა აქცენტს იმაზე, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება შეიტანს წვლილს მათი ქვეყნების კეთილდღეობაში,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა
1. უმოკლეს ვადებში ჩაატარებენ მოლაპარაკებებს, მოახდენენ პარაფირებას და ხელს მოაწერენ:
1.1. შეთანხმებას სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ;
2. განიხილავენ შესაძლებლობას რეგიონში სიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში ხელი მოაწერონ შემდეგ შეთანხმებებს:
2.1.შეთანხმებას სავაჭრო ნაოსნობის შესახებ;
2.2. შეთანხმებას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ.
ეს ჩამონათვალი ინდიკატურია და არა ამომწურავი და შეეხება მათი მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შექმნას.
3. ყველა წინადადებას, რომლებიც ეხება ყველა შეთანხმებებსა თუ სხვა საბუთებს, მომავალში გადააგზავნიან დიპლომატიური არხებით.
4. მხარეები ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, შეეცდებიან უმოკლეს ვადებში მოახდინონ ყველა ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება.
შესრულებულია ქ. იერუსალიმში, 1995 წლის 19 ივნისს, შესაბამისად 5755 21 სივანს ორ პირად ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს აქვს ერთნაირი ძალა. ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები