ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მალტის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ

  • Word
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მალტის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 08/07/2010
ძალაში შესვლის თარიღი 21/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000792
  • Word
-
21/05/2010
გაურკვეველი, -, 08/07/2010
480610000.03.030.000792
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მალტის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მალტის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მალტის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებული,

მიიჩნევენ რა, რომ ორივე მხარისთვის ხელსაყრელია სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების ჩატარება და აზრთა გაზიარება ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და საერთო ინტერესის რეგიონულ და საერთაშორისო პრობლემებზე, ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე,

აცნობიერებენ რა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გაძლიერება ხელს შეუწყობს შესაბამის რეგიონებში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებასა და ზოგადად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები გამართავენ რეგულარულ კონსულტაციებს შეთანხმებულ დონეზე, მათ შორის, ექსპერტთა დონეზე, საერთო ინტერესის საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ საკითხებზე.

    მუხლი 2

მხარეები წინასწარ და საერთო თანხმობით განსაზღვრავენ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების ჩატარების დონეს, დღის წესრიგს, დროსა და ადგილს.

    მუხლი 3

კონსულტაციები, კერძოდ, გაიმართება შემდეგ საკითხებზე:

ა. პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობის ორგანიზების საკითხები;

ბ. ევროკავშირის საკითხები, მათ შორის, საკითხები ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ, ასევე, ხმელთაშუა ზღვის კავშირის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირის სამეზობლოსთან დაკავშირებული საკითხები; 

გ. საერთო ინტერესის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები;

დ. საერთო ინტერესის საკითხები, რომლებიც შედის იმ საერთაშორისო ორგანიზაციათა კომპეტენციის სფეროში, რომელთა წევრებსაც წარმოადგენენ  მხარეები.

კერძოდ, კონსულტაციები მიეძღვნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგს.

    მუხლი 4

მხარეებს შეუძლიათ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში საერთო თანხმობით შეიტანონ ცვლილებები და დამატებები. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები მიიჩნევა მემორანდუმის განუყოფელ ნაწილად, რომელიც ძალაში შევა მემორანდუმის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დებულებების თანახმად.

    მუხლი 5

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება ხუთი წლის ვადით. თითოეული ასეთი ვადის ამოწურვის შემდეგ, ის ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთი წლით, თუ ერთი მხარე მეორეს წერილობით და ექვსი თვით ადრე არ შეატყობინებს თავისი განზრახვის შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს.

 

შესრულებულია ქ. ვალეტაში, 2010 წლის 21.05, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. თარგმანში განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა                                            მალტის საგარეო საქმეთა       

სამინისტროს სახელით                                                         სამინისტროს სახელით 

(ხელმოწერილია)                                                                  (ხელმოწერილია)