დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და სენტ ლუჩიას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 20/05/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480050000.03.030.000767 |
ერთობლივი კომუნიკე
საქართველოსა და სენტ ლუჩიას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველო და სენტ ლუჩია, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და სენტ ლუჩიას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ერთობლივი კომუნიკე ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში 2010 წლის 25 თებერვალს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით სენტ ლუჩიას სახელით
მისი აღმატებულება ბატონი მისი აღმატებულება ბატონი
ალექსანდრე ლომაია დონატუს კიტ სტ. ეიმი
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სენტ ლუჩიას მუდმივი წარმომადგენელი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები