დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 20/05/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 09/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480050000.03.030.000769 |
ერთობლივი კომუნიკე
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის
საქართველო და პარაგვაის რესპუბლიკა,
სურთ რა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთგაგების ხელშეწყობა და მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერება,
ხელმძღვანელობენ რა გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და მიზნებით, განსაკუთრებით საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების პატივისცემის და ხელშეწყობის, სახელმწიფოთა თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სათანადო პატივისცემის, დამოუკიდებლობის და საერთაშორისო ხელშეკრულებების, სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით,
გადაწყვიტეს ამ ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის თარიღის შემდგომ დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების დონეზე, 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის პირობების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის დასტურად, მათი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემოთ ხელმომწერმა პირებმა, ხელი მოაწერეს ერთობლივი კომუნიკეს სამ ორიგინალს ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
ნიუ-იორკი, 9 მარტი, 2010 წ.
საქართველოს სახელი პარაგვაის რესპუბლიკის სახელით
მისი აღმატებულება ბატონი მისი აღმატებულება ბატონი
ალექსანდრე ლომაია ხოსე ანტონიო დოს სანტოსი
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი პარაგვაის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები