ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და მალდივის რესპუბლიკას შორის

  • Word
ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და მალდივის რესპუბლიკას შორის
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, 3, 07/05/2010
ძალაში შესვლის თარიღი 11/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 480050000.03.030.000772
  • Word
-
11/03/2010
გაურკვეველი, 3, 07/05/2010
480050000.03.030.000772
ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და მალდივის რესპუბლიკას შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და მალდივის რესპუბლიკას შორის

საქართველო და მალდივის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

ორივე მხარეს სურს გამოხატოს თავისი მტკიცე რწმენა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ორ სახელმწიფოს შორის ელჩების გაცვლა ხელს შეუწყობს ორმხრივ თანამშრომლობას და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.

ორივე მხარე განამტკიცებს მათ სურვილს თავიანთ შორის ურთიერთობა ააგონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპების საფუძველზე და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რომელიც მოიცავს მშვიდობიანი თანაარსებობის, თანასწორობის და ერთმანეთის ტერიტორიების სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს.

მხარეები აგრეთვე თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.

შესრულებულია და ხელმოწერილია ქ. ნიუ-იორკში 2010 წლის 11 მარტის, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს სახელით           

         

მისი აღმატებულება ბატონი              

ალექსანდრე ლომაია                

           

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი   

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში     

მალდივის რესპუბლიკის სახელით

 

მისი აღმატებულება ბატონი

აბდულ გაფურ მუჰამედი

 

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

მალდივის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია