ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკურ და ტექნიკურ საკითხებზე კონსულტაციების ჩატარების მექანიზმის შემუშავების შესახებ

  • Word
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკურ და ტექნიკურ საკითხებზე კონსულტაციების ჩატარების მექანიზმის შემუშავების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, 3, 07/05/2010
ძალაში შესვლის თარიღი 23/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000773
  • Word
-
23/04/2010
გაურკვეველი, 3, 07/05/2010
480610000.03.030.000773
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკურ და ტექნიკურ საკითხებზე კონსულტაციების ჩატარების მექანიზმის შემუშავების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკურ და ტექნიკურ საკითხებზე კონსულტაციების ჩატარების მექანიზმის შემუშავების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში ,,მხარეებადწოდებულნი,

იზიარებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ საყოველთაო პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე 21- საუკუნეში საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებს,

წარმოადგენენ რა მსოფლიო და რეგიონული მნიშვნელობის საერთაშორისო ორგანიზაციათა წევრებს, რომლებიც ინარჩუნებენ მჭიდრო პოლიტიკურ და თანამშრომლურ ურთიერთობებს,

თანხმდებიან რა, რომ მშვიდობიანი და კონსტრუქციული დიალოგი წარმოადგენს ორივე სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ საფუძველს, საერთაშორისო ორგანიზაციათა ფარგლებში ორმხრივი და თანამშრომლური ურთიერთობის ხელშეწყობის თვალსაზრისით,

დაინტერესებულნი არიან რა თავიანთ სახელმწიფოებსა და ქალაქებს შორის არსებული მეგობრული კავშირების გაძლიერებით და პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და თანამშრომლობით სფეროებში ორმხრივად ხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებით,

აღიარებენ რა საერთო ინტერესის პოლიტიკურ და ტექნიკურ საკითხებზე ორმხრივი კონსულტაციების მექანიზმის შემუშავების საჭიროებას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

1. მხარეები გამართავენ შეხვედრებს მონაცვლეობით, საქართველოსა და ბოლივიაში, საერთო ინტერესის პოლიტიკურ და ტექნიკურ საკითხებზე ორმხრივი კონსულტაციების გამართვის მიზნით.

2. შეხვედრების გამართვის სიხშირე, დონე, ადგილი, თარიღები და დღის წესრიგი გადაწყდება დიპლომატიური არხების საშუალებით.

    მუხლი 2

შეხვედრების განმავლობაში, მხარეები ერთობლივი შეთანხმებით შექმნიან სამუშაო ჯგუფებს ან მიიწვევენ სპეციალისტებს, რომლებსაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, განსახილველი საკითხების სპეციფიკის გათვალისწინებით.

    მუხლი 3

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის საშუალებით, მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას თავიანთ წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში და გააძლიერებენ მათ შორის დიალოგს, რომელიც განხორციელდება დიპლომატიური არხების საშუალებით.

    მუხლი 4

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია ნებისმიერ დროს შევიდეს ცვლილებები, წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხების საშუალებით.

    მუხლი 5

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს და მას მოქმედება შეუწყდება რომელიმე მხარის მიერ დიპლომატიური არხების საშუალებით წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გზით.

შესრულებულია ლა-პასში, 2010 წლის 23 აპრილს, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს საგარეო                                         ბოლივიის მრავალეროვნული

საქმეთა სამინისტროს                                          სახელმწიფოს საგარეო საქმეთა

    სახელით                                                           სამინისტროს სახელით

 

ალექსანდრე ნალბანდოვი                                    მონიკა სორიანო ლოპესი

 

საქართველოს საგარეო                             ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს

საქმეთა მინისტრის მოადგილე                  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე