ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

  • Word
ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, 3, 10/05/2010
ძალაში შესვლის თარიღი 06/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000777
  • Word
-
06/05/2010
გაურკვეველი, 3, 10/05/2010
480610000.03.030.000777
ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

გამოხატავენ რა ორ სახელმწიფოს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების გაძლიერების სურვილს, საქართველოსა და ყაზახეთის ხალხების სასიკეთოდ;

ხაზს უსვამენ რა საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მნიშვნელობას დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამკვიდრების საქმეში;

ადასტურებენ რა ერთგულებას საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმებისადმი, კერძოდ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის პრინციპებისადმი;

თვლიან რა სასარგებლოდ სხვადასხვა დონეებზე კონსულტაციებს, ისევე როგორც მოსაზრებათა გაცვლას საერთო ინტერესებს მიკუთვნებულ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, რეგიონალურ და საერთაშორისო პრობლემებზე;

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები აწარმოებენ რეგულარულ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრების და სხვა დონეებზე ორმხრივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო, ტექნოლოგიურ, კულტურულ, რეგიონალურ და ასევე საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან საერთო ინტერესების სფეროს.

კონკრეტული საკითხების განხილვის მიზნით, ურთიერთთანხმობის საფუძველზე, შესაძლოა საექსპერტო და სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება.

    მუხლი 2

მხარეები წინასწარ, შეთანხმების საფუძველზე, ადგენენ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების დღის წესრიგს, მათი ჩატარების ვადებსა და ადგილს. საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ან მათი დავალებით სხვა პირთა შეხვედრები ტარდება არანაკლებ ნახევარ წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით ქ. თბილისსა და ქ. ასტანაში.

    მუხლი 3

პოზიციების შეჯერების მიზნით, მხარეები თანამშრომლობენ და ატარებენ კონსულტაციებს საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში.

    მუხლი 4

ადასტურებენ რა მზადყოფნას რეგიონალური, რეგიონთაშორისი და საერთაშორისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ყოველმხრივ ხელშეწყობაში, მხარეები ხაზს უსვამენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და აქტივიზაციის მნიშვნელობას, მათ შორის, გაეროსა და ეუთოში.

მხარეები ადასტურებენ კონფლიქტების, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების როლის ამაღლების აუცილებლობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების განუხრელი დაცვის საფუძველზე.

    მუხლი 5

მხარეები ყველანაირად ხელს უწყობენ საქმიან წრეებს შორის კონტაქტების გაფართოებას, ერთობლივი პროექტების რეალიზაციის, ინვესტიციების სტიმულირების, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით.

    მუხლი 6

მხარეები ქმნიან ხელსაყრელ პირობებს დიპლომატიური სამსახურების ურთიერთქმედების გაღრმავებისთვის, ახორციელებენ უშუალო კონტაქტებსა და გამოცდილების გაზიარებას, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებისა და ერთმანეთს შორის კავშირის სხვადასხვა ფორმის დამყარების გზით.

    მუხლი 7

მხარეები თანამშრომლობენ და ურთიერთქმედებენ მესამე ქვეყნებში საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების დონეზე.

    მუხლი 8

მხარეთა ურთიერთთანხმობის საფუძველზე, წინამდებარე ოქმში, შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებები და ცვლილებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

    მუხლი 9

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან, იდება 5 (ხუთი) წლის ვადით და ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე, მიმდინარე პერიოდის ამოწურვამდე 6 (ექვსი) თვით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით არ მიიღებს მეორე მხარის წერილობით შეტყობინებას საკუთარი განზრახვის შესახებ არ მოახდინოს წინამდებარე ოქმის მოქმედების ვადის გაგრძელება.

შესრულებულია ქალაქ ­­ასტანაში, 2010 წლის 6 მაისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა

სამინისტროს სახელით   

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო

საქმეთა სამინისტროს სახელით   

ხელმოწერილია

ხელმოწერილია