ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბრუნეი დარუსალამს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ

  • Word
ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბრუნეი დარუსალამს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 07/05/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 480050000.03.030.000771
  • Word
-
01/03/2010
გაურკვეველი, -, 07/05/2010
480050000.03.030.000771
ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბრუნეი დარუსალამს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ერთობლივი კომუნიკე

საქართველოსა და ბრუნეი დარუსალამს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შესახებ

საქართველოს მთავრობა და ბრუნეი დარუსალამის სახელმწიფოს მეთაურის, მისი უდიდებულესობა სულთნის მთავრობა, ხელმძღვანელობენ რა სურვილით განავითარონ ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ურთიერთობები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, საერთო შეთანხმების საფუძველზე,

დარწმუნებულნი არიან რა, რომ მათ შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარება შედის ორივე სახელმწიფოს ინტერესში და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საყოველთაო მშვიდობის განმტკიცებას,

ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული პრინციპებითა და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუძემდებლური ნორმებითა და პრინციპებით, კერძოდ, როგორიცაა, სახელმწიფოთა თანასწორობა, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა,

შეთანხმდნენ ელჩების დონეზე დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარებაზე წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან, დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2010 წლის 1 მარტს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას რაიმე განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

მისი აღმატებულება ბატონი   

 

ალექსანდრე ლომაია

 

 

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში   

ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფო მეთაურის, მისი უდიდებულესობა

სულთნის მთავრობის სახელით

მისი აღმატებულება

ბატონი ლატიფ ტუაჰი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

ბრუნეი-დარუსალამის მუდმივი

წარმომადგენლი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში