დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/02/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, -, 09/12/1997 |
ძალაში შესვლის თარიღი | 14/06/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000013 |
ერთობლივი დეკლარაცია
საქართველოს რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკა და დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, მონაწილეებად წოდებულნი
მიესალმებიან რა ცივი ომის დასასრულს,
ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას თანამშრომლობას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად,
მხარს უაერენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, პარიზის ეარტიის ახალი ევროპისათვის და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სხვა დოკუმენტების მიზნებსა და პრინციპებს,
გამოხატავენ რა სურვილს განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთნდობა ორი ქვეყნის ხალხებს შორის,
ხელმძღვანელობენ რა ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით, მათ ქვეყნებსა და ხალხებს შორის ფართომასშტაბიანი და მეგობრული ურთიერთობების, ისევე როგორც საერთაშორისო ფორუმებში, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში თანამშრომლობის განვითარების ინტერესებით,
გააკეთეს შემდეგი დეკლარაცია:
1. საქართველოსა და ბრიტანეთის ხალხები ისწრაფვიან მეგობრობისა და
ურთიერთგაგების ზრდისაკენ. საქართველოს რესპუბლიკა და გაერთიენებული სამეფო არიან მეგობარი ქვეყნები და პარტნიორები საერთაშორისო თანამეგობრობაში. მათ შორის ურთიერთობები დაეფუძნება მხარეების მიერ გაზიარებულ ერთგულებას მშვიდობის, დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებების რომელნიც ჩადებულია გაერთიანებული ერების ორგანოზაციის წესდებაში, ჰელსინკის აქტში, პარიზის ქარტიაში ახალი ევროპისათვის და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სხვა დოკუმენტებში.
2.კერძოდ, მონაწილეები კვლავ ადასტურებენ თავიანთ მუდმივ ერთგულებას 1975 წლის 1 აგვისტოს ჰელსინკში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირზე მიღებულ ურთიერთობების სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ დეკლარაციისადმი, რომელიც სხვა საკითხებს შორის კვლავ ადასტურებს საზღვრების ურღვევობისა და ძალის გამოყენებისა ან მუქარისაგან თავის შეკავების პრინციპებს. ამ მიმართულებაში ისინი გააერთიანებენ თავიანთ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ საერთაშორისო უსაფრთხოებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას და საერთაშორისო სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფას სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში.
3. მონაწილეები მიესალმებიან კონფრონტაციიდან თანამშრომლობაზე გადასვლას ევროპასა და მსოფლიოში და ამის შედეგად ყველა სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცებას. ისინი აცხადებენ, რომ მათი შეიარაღებული ძალები მხოლოდ თავდაცვით მიზნებს მოემსახურებიან. საქართველოს რესპუბლიკა და გაერთიენებული სამეფო ერთგულნი არიან პრინციპისა, რომლითაც შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, კონტროლი და მართვა უნდა განხორცელდეს დემოკრატიული ორგანოების, ანგარიშვალდებულების და სამართლის უზენაესობის ჩარჩოებში. მხარეები უდიდეს მნიშნველობას ანიჭებენ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში მიმდინარე ღრმა გარდაქმნების პერიოდში საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. ისინი აცხადებენ თავიანთ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწვეტისადმი პოლიტიკური გზით და დიალოგის მეშვეობით.
4. საქართველოს რესპუბლიკა და გაერთიანებული სამეფო ითანამშრომლებენ სამხედრო ძალებისა და შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების განმტკიცებისა და განვითარებისათვის.
5.მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს საქართველოს რესპუბლიკისა და მისი სუვეტენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციების განუხრელმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და შეაქვს საქართველოს რესპუბლიკაში მიმდინარე კონფლიქტების პოლიტიკური გზით მოწესრიგებაში.
6.მხარეები ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობასა და კონტაქტებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს შორის, აგრეთვე გამოცდილების გაცვლას კანონმდებლობის მომზადებასა და განხორციელებაში. მხარეები გაუწევენ შესაბამის დახმარებას ორივე ქვეყანაში საზოგადოებრივ და კერძო ორგანიზაციებს შორის კონტაქტების განვითარებას.
7. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაერთიანებილი სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტო ჩაატარებენ რეგულარულ კონსულტაციებს როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო საკითხებზე, რეგიონალურის ჩათვლით.
8. მონაწილეები იზიარებენ აზრს, რომ მათი მთავრობების მიზანია შექმნან პირობები თავისუფალი მეწარმეობისა და კერძო პირთა შემოქმედებითი უნარიანობის განვითარებისათვის. ისინი ერთგულნი არიან ორმხრივი თანამშრომლობისა თავისუფალი ბაზრის, ეკონომიკური ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და გააზრებული მართვის პირობებში.
9.მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს რესპუბლიკის ძალისხმევა, მიმართული ადამიანის უფლებების და ფუნდამენტურ უფლებათა პატივისცემის, სამართლებრივი და დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და საბაზრო ეკონომიკაზე სრული გადასვლისაკენ, ხელს შეუწყობს საქართველოს რესპუბლიკის მსოფლიოს ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას. ეს პროცესი წაახალისებს კერძო ინვესტიციებს, სტიმულს მისცემს ვაჭრობას და დაეხმარება საქართველოს რესპუბლიკის რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებას. გაერთიანებული სამეფო მზად არის მხარი დაუაიროს საქართველოს რესპუბლიკის სწრაფვას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან ხელსაყრელი ფინანსური შეთანხმების მისაღწევად.
10. მონაწილეები აღიარებენ, რომ არსებობს პოტენციალი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებისათვის, მათ სჯერათ, რომ ეკონომიკური რეფორმა, საკრედიტო შეთანხმებანი და ინვესტირებისათვის კანონიერი გარემოს შემქნა, ჩამოაყალიბებს პირობებს ბრიტანეთის კომპანიების უფრო ფართო წარმოდგენისათვის საქართველოს რესპუბლიკაში.
11.მონაწილეები განსაკუთრებულ მნიშნველობას ანიჭებენ ევროპის ყველა ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში უფრო მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას. საქართველოს რესპუბლიკა მიესალმება გაერთიენებული სამეფოს მუდმივ მხარდაჭერას თავის ფარგლებს გარეთ მიმართული ევროპული კავშირისადმი. გაერთიენებული სამეფო გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ეფექტური კავშირების განვითარების მხარდაჭერას.
12.ორივე მხარემ გამოხატა თავისი რწმენა, რომ ეს დეკლარაცია უზრუნველყოფს მყარ საფუძველს ღრმა და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებისათვის. ისინი ისწრაფვიან მომავალში კავშირების შემდგომი განვითარებისათვის.
13. მოცემული დეკლარაცია ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღიდან. ხელმოწერილია ორ ეგზემპლარად ლონდონში 1995 წლის 15 თებერვალს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით - მისი აღმატებულება ედუარდ შევარდნაძე, პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიენებული სამეფოს მთავრობის სახელით - პატივცემული დონ მეიდორი პრემიერ მინისტრი
დოკუმენტის კომენტარები