ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის

  • Word
ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 15/06/2010
ძალაში შესვლის თარიღი 27/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 480050000.03.030.000789
  • Word
-
27/04/2010
გაურკვეველი, -, 15/06/2010
480050000.03.030.000789
ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ერთობლივი კომუნიკე

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის

საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკის მთავრობები, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარების შესახებ. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკე ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ორივე ქვეყანა გამოთქვამს რწმენას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.

ორივე ქვეყანა, ხელმძღვანელობს რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუძემდებლური ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების, სუვერენულ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.

ორივე ქვეყანა თანხმდება, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერი წარმომადგენლები, თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელს აწერენ წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს ცხრა ეგზემპლარად, ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

შესრულებულია ქალაქ ნიუ იორკში, 2010 წლის 27 აპრილს.

საქართველოს სახელით                         გვატემალის რესპუბლიკის სახელით

მისი აღმატებულება ბატონი                            მისი აღმატებულება ბატონი

ალექსანდრე ლომაია                                         გერტ როსენსალი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი      საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში        გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

საქართველოს                                         გვატემალის რესპუბლიკის

მუდმივი წარმომადგენელი                             მუდმივი წარმომადგენელი