ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეთათვის ვიზების გაცემის შესახებ

  • Word
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეთათვის ვიზების გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 22/10/1998
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000212
  • Word
-
15/06/1998
ვებგვერდი, -, 22/10/1998
000000430.00.003.000212
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეთათვის ვიზების გაცემის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეთათვის ვიზების გაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), რომლებიც ხელმძღვანელობენ სურვილით გააღრმავონ მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, აუცილებლად მიიჩნევენ მხარეთა მოქალაქეების ინტერესების დაცვას, ითვალისწინებენ ვიზების გაცემის წესის ეფექტურობის სრულყოფის პრაქტიკულ მიზანშეწონილობას, შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1 . ვიზების გაცემა ხანმოკლე მგზავრობისათვის

1.ხანმოკლე მგზავრობად, მხარეთა შეთანხმებით, ჩაითვლება მგზავრობა, რომლის ხანგრძლივობაც არ აღემატება 90 დღეს.

2.ერთი მხარის მოქალაქის მეორე მხარის ტერიტორიაზე ხანმოკლე მგზავრობისათვის ვიზის მისაღებად განცხადების განხილვისა და ვიზის გაფორმების ვადა არ უნდა აღემატაბოდეს 5 დღეს.

3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის შესაბამისი ორგანოების წარდგინებით 3 დღის ვადაში გასცემენ ერთჯერად ვიზებს ბიზნესმენებისა და მძღოლებისათვის.

    მუხლი 2 . ვიზების გაცემა ხანგრძლივი მგზავრობისათვის

1.ხანგრძლივ მგზავრობად, მხარეთა შეთანხმებით, ჩაითვლება მგზავრობა, რომლის ხანგრძლივობაც აღემატება 90 დღეს.

2.ერთი მხარის მოქალაქის მეორე მხარის ტერიტორიაზე ხანგრძლივი მგზავრობისათვის ვიზის მისაღებად განცხადების განხილვისა და ვიზის გაფორმების ვადა განცხადების დღიდან არ უნდა აღემატებოდეს 21 დღეს.

    მუხლი 3 . მრავალჯერადი ვიზების გაცემა

მრაავალჯერადი ვიზების მისაღებად განცხადების განხილვისა და ვიზის გაფორმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 21 დღეს.

    მუხლი 4 . სატრანზიტო ვიზების გაცემა

სატრანზიტო ვიზების მისაღებად განცხადების განხილვისა და ვიზის გაფორმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. სატრანზიტო ვიზების მოქმედების ვადა განისაზღვრება მხარეთა კანონმდებლობის მიხედვით.

    მუხლი 5 . ვიზების სახეობები

მხარეები ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით გასცემენ ვიზებს შემდეგი ვადით:

ა) ერთჯერადი ვიზები

ვადით ორ კვირამდე

ვადით 1 თვემდე

ვადით 3 თვემდე

ბ) მრავალჯერადი ვიზები

ვადით 3 თვემდე

ვადით 6 თვემდე

ვადით 1 წლამდე

გ) სატრანზიტო ვიზები

ერთჯერადი

ორჯერადი .

    მუხლი 6 . სავიზო მოსაკრებლისგან გათავისუფლება

სავიზო მოსაკრებლისაგან გათავისუფლება ხორციელდება მხარეთა საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურების ნოტების საფუძველზე.

    მუხლი 7 . ინფორმაციის გაცვლა

მხარეები წელიწადში ერთხელ მაინც გაცვლიან პასპორტებისა და ვიზების გაცემის წესთან, აგრეთვე სავიზო ტარიფებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ კონსულტაციებს ქ. თბილისსა და ქ. თეირანში ამ მემორანდუმის დებულებების განხორციელების პრაქტიკული შედეგების გასაანალიზებლად და მემორანდუმთან დაკავშირებული სხვა საკითხების განსახილველად.

    მუხლი 8 . ცვლილებები და დამატებები

მხარეთა ურთიერთმოლაპარაკებით შესაძლებელია ამ მემორანდუმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ძალაში შედის ნოტების გაცვლისთანავე.

    მუხლი 9 . ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა

წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერიდან 30 დღის გასვლის შემდეგ და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

ეს მემორანდუმი ძალაშია სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს მისი მოქმედების შეწყვეტის სურვილის შესახებ.

შესრულებულია ქ. თეირანში 1998 წლის 15 ივნისს; შესაბამისად, მზის ჰიჯრის 1377 წლის 25 ხორდადს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, სპარსულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან სამივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

საქართველოს მთავრობის  სახელით

(ხელმოწერილია)

ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)