დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და გამბიის რესპუბლიკას შორის | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, 4, 15/06/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 21/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480050000.03.030.000790 |
ოქმი
დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და გამბიის რესპუბლიკას შორის
საქართველო და გამბიის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და გამბიის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2010 წლის 21 აპრილს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
| საქართველოს სახელით |
| გამბიის რესპუბლიკის სახელით |
| მისი აღმატებულება ბატონი |
| მისი აღმატებულება ქალბატონი |
| ალექსანდრე ლომაია |
| სუზან ვაფა ოგოო |
| საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, |
| საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, |
| საქართველოს |
| გამბიის რესპუბლიკის |
| მუდმივი წარმომადგენელი |
| მუდმივი წარმომადგენელი |
| გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში |
| გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები