შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 22/10/1998
ძალაში შესვლის თარიღი 16/09/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000211
  • Word
-
16/09/1997
გაურკვეველი, -, 22/10/1998
000000430.00.003.000211
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

 საქართველოს მთავრობა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი,

ეყრდნობიან რა ურთიერთდაინტერესებას, განავითარონ თანამშრომლობა სტატისტიკის სფეროში,

გააფართოვონ ყოვლისმომცველი ინფორმაციის გაცვლა და გააძლიერონ ორივე სახელწიფოს სტატისტიკური ორგანოების ურთიერთთანამშრომლობა, შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

ხელშემკვრელი მხარეები განახორციელებენ თანამშრომლობას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

– სტატისტიკური მაჩვენებლების სისტემების, სტატისტიკური დაკვირვებებისა და აღწერის პროგრამირებისა და მეთოდების შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ მეთოდოლოგიური მასალებისა და დოკუმენტაციის გაცვლა;

– სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლა მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებულ თემებზე;

– სტატისტიკური გამოცემებისა და პუბლიკაციების გაცვლა (ყოველწლიური ცნობარების, კრებულების, ბიულეტენების, შეტყობინებებისა და მიმოხილვების, რომლებიც დაკავშირებულია თითოეული სახელმწიფოსა და მათ რეგიონებში მომხდარ სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებთან);

– კომპიუტერზე მუშაობის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთდახმარების გაწევა ავტომატიზებული მონაცემების ბანკების შექმნის საქმეში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;

– ინფორმაციის გაცვლა პრაქტიკაში მიღებული სტატისტიკური აღრიცხვის სისტემაზე გადასვლის სახელმწიფო პროგრამების დამუშავებისა და განხორციელების მსვლელობის შესახებ;

– გამოცდილების გაზიარება საბუღალტრო აღრიცხვის სრულყოფისა და ეროვნული ანგარიშების დანერგვის საკითხების შესახებ;

– შეთანხმების საფუძველზე ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება, აღრიცხვისა და სტატისტიკის საკითხების შესახებ ერთობლივი ტექნიკური პროექტების მომზადება;

– ერთობლივი შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება, სახელმწიფო სტატისტიკური ორგანოების საქმიანობაში უახლესი მიმართულებებისა და დებულებების მოწინავე გამოცდილების შესწავლის მიზნით;

– ურთიერთთანამშრომლობა საერთაშორისო სტატისტიკურ ორგანიზაციებსა და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

    მუხლი 2

საბერძნეთის რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული სამსახური პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტს საბაზრო ურთიერთობების პირობებში სტატისტიკის განვითარების საკითხებში სპეციალისტთათვის სასწავლო სემინარების ორგანიზებაში.

 საქართველოს მხარე საბერძნეთის რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გააგზავნოს თავის სპეციალისტებს მოსახლეობის აღწერის საკითხებში სტაჟირების გასავლელად.

    მუხლი 3

თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო პროექტების მომზადების დროს, ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ მეორე მხარის, როგორც ტენდერში მონაწილის, მოზიდვას.

    მუხლი 4

ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ საქმიანობის ზოგად თუ ცალკეულ სფეროებში ეკონომიკური შეთანხმებების დადებას მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის.

    მუხლი 5

ორმხრივი თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერის საკითხები შეთანხმებული იქნება ხელშემკვრელი მხარეების მიერ. ხელშემკვრელი მხარეები ფინანსური მხარდაჭერისათვის მიმართავენ იმ საერთაშორისო სტატისტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებს, რომლებთანაც ისინი თანამშრომლობენ.

    მუხლი 6

ხელშემკვრელი მხარეები ერთობლივად განიხილავენ შეთანხმების რეალიზაციის დროს წამოჭრილ პრობლემებს და მიიღებენ ზომებს მათ გადასაჭრელად.

 აუცილებლობის შემთხვევაში, ამ შეთანხმებისა და ეკონომიკური შეთანხმებების შესრულების მსვლელობა განიხილება ოფიციალური დელეგაციების დონეზე, მათი შესაბამისი სამსახურების კომპეტენციის გათვალისწინებით.

    მუხლი 7

ორივე სახელმწიფოს სტატისტიკური ორგანოების საქმიანობის კოორდინირებას ახორციელებს ერთობლივი მუშა ჯგუფი თითოეული ხელშემკვრელი მხარის სტატისტიკური ორგანოების ხელმძღვანელების მეთაურობით.

 ხელშემკვრელი მხარეები, ამ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების დროს, გამოიყენებენ ინგლისურ ენას, როგორც სამუშაო ენას.

    მუხლი 8

ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაში რჩება სამი წლის განმავლობაში. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ არ იქნება გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე მისი ვადის გასვლამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე, ეს შეთანხმება გააგრძელებს მოქმედებას შემდგომი სამწლიანი პერიოდებით.

 შესრულებულია ქ. ათენში, 1997 წლის 16 სექტემბერს, ორ ორიგინალურ პირად. თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. თითოეულ ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

    (ხელმოწერილია)

საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)