დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/04/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 22/10/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 03/02/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000208 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ „მხარეებად” წოდებულნი, მათ ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების აუცილებლობიდან გამომდინარე,
სურთ რა განამტკიცონ მათ ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირები,
ცნობენ რა ტურიზმის მნიშვნელობას, ეკონომიკის განვითარების, ურთიერთგაგების, კეთილი ნებისა და ხალხებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობის თვალსაზრისით,
სრული თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
ხელშემკვრელი მხარეები, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში და მათი ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს შეუწყობენ მათ ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებას.
მუხლი 2
ხელშემკვრელი მხარეები, მიისწრაფვიან, ხელი შეუწყონ მათ ქვეყნებს შორის ტურისტულ მოძრაობას მათ, სათანადო კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად და მათ მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუბღალავად და ხელს შეუწყობენ მათ ტურისტულ სააგენტოებს შორის თანამშრომლობას, ასევე სხვა საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ფუნქციონირებენ ტურიზმის სფეროში.
მუხლი 3
ხელშემკვრელი მხარეები მათი საზოგადოების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტურისტულ სანახაობათა უკვე გაცნობისა და ორმხრივი ტურისტული მოძრაობის გაზრდის მიზნით, ხელს შეუწყობენ ტურიზმის განვითარებას ინფორმაციის გაცვლის, რეკლამებისა და სხვა თვალსაჩინოებათა საშუალებით მათი სათანადო კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
მუხლი 4
ხელშემკვრელი მხარეები მათ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხელს შეუწყობენ და ურთიერთწაახალისებენ ქართველი და ბერძენი მეწარმეების, ასევე მათ შესაბამის ტურისტულ სექტორებში არსებულ ერთობლივ საწარმოთა ინვესტიციებს. ამ მიზნით ისინი ასევე რეგულარულად აცნობებენ ერთმანეთს ინიციატივებს ტურისტული ინვესტიციებისათვის, რომლებსაც ითვალისწინებს მათი ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ორივე ქვეყანაში ასეთი ინვესტიციების არსებობის შესაძლებლობას.
მუხლი 5
ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა შესაძლო ფორმებს, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით ნოუ-ჰაუსა და პრაქტიკული გამოცდილების გაცვლაზე, მათ ქვეყნებში ტურიზმის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის.
მუხლი 6
ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივ თანამშრომლობას მათ ტურისტულ სააგენტოებსა და სხვა სპეციალიზირებულ დაწესებულებებს შორის მესამე ქვეყნებიდან ტურიზმის მოზიდვისა და ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 7
ხელშემკვრელი მხარეები გაცვლიან ინფორმაციასა და მასალებს, რომლებიც შეეხება სტატისტიკას, კანონმდებლობას, ასევე კვლევებს ტურიზმის განვითარების სფეროში და განიხილავენ თანამშრომლობის ყველა შესაძლო ფორმებს ტურიზმის სექტორში დაკავებული პერსონალის მომზადების თვალსაზრისით.
მუხლი 8
ხელშემკვრელი მხარეები ხსნიან ეროვნულ ტურისტულ საინფორმაციო სამსახურებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომლებიც არ აწარმოებენ კომერციულ საქმიანობას და რომელთა მუშაობაც რეგულირდება ამ მიზნით დადებული სპეციფიკური შეთანხმებით და რომელიც შემუშავებული იქნება ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ.
მუხლი 9
ორი ქვეყნის ეროვნული ტურიზმის ხელმძღვანელობა განავითარებს თანამშრომლობას მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რომელთა წევრებიც ისინი არიან.
მუხლი 10
ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით, ორმხრივი კონსულტაციების გზით და მათი შესაბამისი ხელისუფლებისათვის რეკომენდაციების წარდგენით, პერიოდულად შეიკრიბება ერთობლივი კომისია ორივე ხელშემკვრელი მხარის მონაწილეთა თანაბარი რაოდენობით. ხელშემკვრელ მხარის მონაწილეთა თანაბარი რაოდენობით. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ მიიწვიონ წარმომადგენლები და ექსპერტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორებიდან მონაწილეობის მისაღებად.
კომისიის შეხვედრები ჩატარდება მორიგეობით ორივე ქვეყანაში ხელშემკვრელი მხარეების მიერ განსაზღვრულ დროს.
თითოეული შეხვედრის თავმჯდომარე იქნება იმ ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელშიც შეხვედრა ჩატარდება
მუხლი 11
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ დღიდან, როდესაც ორივე ხელშემკვრელი მხარე დიპლომატიური არხებით ერთმანეთს შეატყობინებს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ.
ეს შეთანხმება ძალაშია ხუთი წლით და განახლდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელ მხარეთაგანი არ აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავის გადაწყვეტილებას მისი დენონსაციის შესახებ, შეთანხმების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე.
ხელმოწერილია ქ. თბილისში 1997 წლის 10 აპრილს ორ პირად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. არასწორი იტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს მთავრობის საბერძნეთის რესპუბლიკის
სახელით მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
დოკუმენტის კომენტარები