შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის სასამართლო ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის სასამართლო ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 13/11/2000
ძალაში შესვლის თარიღი 03/02/2000
სარეგისტრაციო კოდი 480230000.02.106.000371
  • Word
03/02/2000
გაურკვეველი, -, 13/11/2000
480230000.02.106.000371
შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის სასამართლო ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის სასამართლო ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და უზბეკეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, შემდგომში ,,მხარეებად“ წოდებულნი,

ისწრაფვიან რა სასამართლო ექსპერტიზის სფეროში კავშირების მოწესრიგებისაკენ და თვლიან, რომ არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განმტკიცება პასუხობს ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,

სამართლისა და სამართალგამოყენებითი პრაქტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების გზით ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიზნით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები თანამშრომლობენ სასამართლო ექსპერტიზის თეორიული და მეთოდური პრობლემების შემუშავების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, საექსპერტო პროფილაქტიკის ეფექტიანობის, ექსპერტული გამოკვლევების და უკვე არსებული მეთოდებისა და მეთოდიკის სრულყოფისა და ახლის შექმნის, ექსპერტული პრაქტიკის გამოცდილების გაზიარების სფეროში.

    მუხლი 2

თანამშრომლობის განხორციელებისას მხარეები უკავშირდებიან ერთმანეთს უშუალოდ, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევების ცენტრისა და უზბეკეთის რესპუბლიკური ბ. სულეიმანოვას სახელობის კრიმინალისტიკური ცენტრის მეშვეობით.

    მუხლი 3

მხარეები ითანამშრომლებენ სასამართლო ექსპერტიზის სფეროში, მათ კომპეტენციაში შემავალი შემდეგი მიმართულებებით:

- სასამართლო ექსპერტიზის პრობლემებზე სამეცნიერო სამუშაოს კოორდინაცია, მეთოდებისა და მეთოდიკის ერთობლივი შემუშავება;

- საინფორმაციო-საცნობარო საქმიანობის დარგში მონაცემების გაცვლა;

- ერთობლივი სემინარების, ახალი მეთოდებისა და მეთოდიკის ათვისების კურსების ჩატარება;

- თანამშრომლობა საექსპერტო და სამეცნიერო კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში;

-სამეცნიერო სამუშაოებისა და ექსპერტიზის დასკვნების რეცენზირება;

-მეთოდოლოგიური და სამეცნიერო ლიტერატურის გაცვლა;

-სამეცნიერო და საექსპერტო საქმიანობის საკითბებში ერთმანეთისათვის სამეცნიერო მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

-სპეციალისტების გაცვლა სტაჟირების გავლის მიზნით.

    მუხლი 4

მხარეები, ურთიერთშეთანხმებით ხელს შეუწყობენ ღონისძიებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით, მაგრამ პასუხობენ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სასამართლო ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნებს.

    მუხლი 5

მხარეები უსასყიდლოდ შეასრულებენ ამ შეთანხმების მოქმედებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, სამეცნიერო-ტექნიკური დახმარების სახით.

    მუხლი 6

მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ამ შეთანხმებაში შეიძლება წერილობითი ფორმით შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.

ყველა ცვლილება და დამატება ფორმდება ოქმებით, რომლებიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მხარეთა შორის დავები და უთანხმოებები საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამ შეთანხმების მოქმედების სფეროსთან, გადაწყდება ორმხრივი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.

    მუხლი 7

შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ერთ-ერთი მხარის მიერ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის გასვლამდე.

შესრულებულია ქ. ტაშკენტში, 2000 წლის 3 თებერვალს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, უზბეკურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

შეთანხმების დებულებების განმარტებისას უთანხმოებათა წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)

 

უზბეკეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)