"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110222029, 02/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016022
  • Word
7
16/02/2011
ვებგვერდი, 110222029, 02/03/2011
010260020.35.105.016022
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2011 წლის 16 თებერვალი

ქ. ზუგდიდი                                                        

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის 32 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.        ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ნოემბრის №35 დადგენილების (სსმ 14/01/2011) დანართ №1-ში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები, კერძოდ:

1.        დებულების მე -6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,ჟ, რ, ს, ტ, უ, ფ და ქ“ ქვეპუნქტები.

2.        დებულების მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი ქვეპუნქტები:

,,ნ) გამგეობის მომსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ო)   გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა- წარმოებას, საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა მომსახურების მიხედვით;

პ)    ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მომსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას;

რ)   გამგეობის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურის ჩატარების ორგანიზებას;

ს) გამგეობის მუნიციპალიტეტის მომსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;

ტ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე .“.

2.        დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

                                     

საკრებულოს   თავმჯდომარე  . კონჯარია