"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110222027, 02/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.105.016020
  • Word
5
16/02/2011
ვებგვერდი, 110222027, 02/03/2011
040090000.35.105.016020
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №5

2011 წლის 16 თებერვალი

ქ. ზუგდიდი 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტისპ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის 37 დადგენილებაში (საქართველოს ,,საკანონმდებლო მაცნე” 14/01/2011) კერძოდ:

ა) დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.  „ადგილობრივი თვითმმართველობ შესახებსაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის და სხვაგვარად განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. აუქციონი ტარდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 193 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

ბ) დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის პირეველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აუქციონი ტარდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–193 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ გარიგება ფორმდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–194 მუხლით“.

გ) დადგენილების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი დამტკიცდეს შემდეგი რედაქციით:

,,6.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ფლებით გადასაცემად აუქციონის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-193 მუხლით..

დ) დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები დამტკიცდეს შემდეგი რედაქციით:

,,12.            ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტისადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი საქართველოს მთავრობის, წარდგინების საფუძველზე საკითხს ამზადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“.

,,13. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლით“.

2. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე         ლ. კონჯარია