დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110222027, 02/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.105.016020 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №5
2011 წლის 16 თებერვალი
ქ. ზუგდიდი
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილებაში (საქართველოს ,,საკანონმდებლო მაცნე” 14/01/2011) კერძოდ:
ა) დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის და სხვაგვარად განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. აუქციონი ტარდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 193 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
ბ) დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის პირეველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აუქციონი ტარდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–193 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ გარიგება ფორმდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–194 მუხლით“.
გ) დადგენილების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი დამტკიცდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად აუქციონის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-193 მუხლით.“.
დ) დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები დამტკიცდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის, წარდგინების საფუძველზე საკითხს ამზადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“.
,,13. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლით“.
2. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები